„გასაგებია, რომ იხსნება საზღვრები, ტურისტული სეზონი იქნება, გასაგებია, რომ ეს მნიშვნელოვანია ეკონომიკისთვის, მაგრამ მეორეს მხრივ, უნდა გადავაზღვიოთ რისკი მომავალი ეპიდაფეთქებების"

გასაგებია, რომ იხსნება საზღვრები, გასაგებია, რომ ტურისტული სეზონი იქნება ქვეყანაში, გასაგებია, რომ ეს მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისთვის, მაგრამ მეორეს მხრივ, ჩვენ მაქსიმალურად უნდა გადავაზღვიოთ რისკი მომავალი ეპიდაფეთქებების, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში შემოსულ ადამიანებზე კონტროლი უნდა გამკაცრდეს, რადგან თავიდან ავიცილოთ დაინფიცირებული ადამიანის შემოსვლა ქვეყანაში.

„უნდა გამკაცრდეს კონტროლი ყველა შემოსულ ადამიანზე. მხედველობაში მაქვს ის, რომ ორჯერადად აცრის შემდეგ დაემატა PSR ტესტი და ასევე ჩამოსვლიდან მესამე დღეს PSR ტესტი. დღეც ჩვენ საბჭოზე გავაჟღერეთ სხვა რეკომენდაციები, რომელიც დაახლოებით ორი კვირის შემდეგ შესაძლებელია, რომ შევიდეს ძალაში. ეს ყველაფერი ეხება ქვეყანაში შემოსული ადამიანების მეტ მონიტორინგს და მეტ ზედამხედველობას, რომ მაქსიმალურად მინიმიზაცია გავაკეთოდ რისკებისა დაინფიცირებული ადამიანების შემოსვლის ქვეყანაში. ან თუ შემოვიდა, დროულად იქნას ის იდენტიფიცირებული და დროულად იზოლირებული. გასაგებია, რომ იხსნება საზღვრები, გასაგებია, რომ ტურისტული სეზონი იქნება ქვეყანაში, გასაგებია, რომ ეს მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისთვის, მაგრამ მეორეს მხრივ, ჩვენ მაქსიმალურად უნდა გადავაზღვიოთ რისკი მომავალი ეპიდაფეთქებების“ , - განაცხადა გამყრელიძემ.