m²-მა ჭარბი ლიკვიდურობის და მზარდი გაყიდვების შედეგად მოზიდული დაფინანსება წინსწრებით დაფარა

დეველოპერულმა კომპანია m²-მა, საერთაშორისო ფინანსური კორპორაციის (IFC) მიერ გამოყოფილი დაფინანსების წინსწრებით დაფარვის შესახებ განაცხადა.

კომპანიის ინფორმაციით, გასულ წელს, საერთაშორისო ფინანსურმა კორპორაციამ, m²-ს, სამი პროექტისთვის 14 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის საკრედიტო რესურსი გამოუყო, საიდანაც მხოლოდ 5 მილიონი აშშ დოლარის ათვისება მოხდა. ჭარბი ლიკვიდურობის და გაყიდვების მაღალი ტემპის შედეგად, m²-მა 5 მლნ აშშ დოლარი წინსწრებით დაფარა.

"დეველოპერული კომპანია m², სამშენებლო ბაზარზე გამოჩენის დღიდან, აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან, საიდანაც მაღალი ნდობის და სტაბილურობის ხარჯზე, იზიდავს ფინანსურ სახსრებს. m²-ის ყველა სამშენებლო პროექტი ფინანსდება სწორედ ისეთი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ, როგორიც არის: კანადის მთავრობა, საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია (IFC) და ჰოლანდიის განვითარების ბანკი (FMO)", - ნათქვამია ინფორმაციაში.