ხელვაჩაურში სამკერვალო ფაბრიკის საკვების მიმწოდებელ კომპანიას „ანკარაქეითერინგის" საქმიანობა შეუჩერდა.
კომპანიაში კრიტიკულ შეუსაბამობას არ ადასტურებენ და კვლევის შედეგებს ელოდებიან.
აჭარის ჯანდაცის სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე სპეციალისტები იმყოფებოდნენ და მომხდარს სწავლობენ.
უწყებაში ამბობენ, რომ ხელვაჩაურში სამკერვალო ფაბრიკაში სავარუდოდ, საკვებით 65 ადამიანი მოიწამლა, მათგან ორი კლინიკაში რჩება. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„გუშინ ერთ-ერთ ფაბრიკაში დაფიქსირდა სავარაუდოდ, საკვების მიერ ინტოქსიკაციის ჯგუფური შემთხვევა. ექიმებს დახმარებისათვის 65-მა პაციენტმა მიმართა. უმეტესი მათგანის მდგომარეობა იყო მსუბუქი, დილის მდგომარეობით უმრავლესობა კლინიკიდან გაწერილია.
მეთვალყურეობაზე მხოლოდ ორი პაციენტი რჩება, რომელთა მდგომარეობა არ არის მძიმე, მათ უტარდებათ კვლევები და, სავარაუდოდ, დღის ბოლოსთვის გაწერენ.
რაც შეეხება ამ შემთხვევის გამომწვევ მიზეზს, ფაქტზე კვლევა სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად მიმდინარეობს და კვლევის შედეგები გახდება ცნობილი.
ამ პერიოდისათვის სავარაუდოდ, ეს გახლდათ საკვებთან დაკავშირებული",- აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.
სამკერვალო ფაბრიკაში კი მუშაობა გრძელდება, თუმცა ტერიტორიაზე სამართალდამცავები იმყოფებიან. მომხდართან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.