რუსეთი ფრენებს 9 ქვეყანაში განაახლებს

რუსეთი 10 ივნისიდან ავსტრიის, უნგრეთის, ლიბანის, ლუქსემბურგის, მავრიკის, მაროკოსა და ხორვატიის მიმართულებით რეგულარულ რეისებს, ალბანეთის მიმართულებით კი ჩარტერულ რეისებს განაახლებს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ამასთან, ქვეყანა გაერთიანებულ სამეფოსთან რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენას ხვალიდან გეგმავს.

აღსანიშნავია, რომ რუსეთმა თურქეთსა და ტანზანიასთან ავია მიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვა 21 ივნისამდე გაახანგრძლივა, რის მიზეზადაც აღნიშნულ ქვეყნებში არსებული რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დაასახელა.