ვინ და რა ფასად დადგამს კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე კუს ქანდაკებას - ტენდერში გამარჯვებული ცნობილია

კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე კუს ქანდაკების განთავსებაზე მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული ცნობილია. როგორც სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული აუქციონის დოკუმენტშია აღნიშნული, კუს ქანდაკებას ინდ. მეწარმე ბექა ჯიქია დადგამს, რომელიც აღნიშნულ სამუშაოებს 19,195 ათას ლარად შეასრულებს. სატენდერო პირობებით, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 23 992 ლარი იყო.

კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე - კუს არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის (ქანდაკება) განთავსების სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, წინადადებების მიღება 23 მაისს დაიწყო და 28 მაისს დასრულდა.

სატენდერო პირობების თანახმად, მიმწოდებელმა უნდა განახორციელოს კუს ქანდაკების ტრანსპორტირება და კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სკვერში კვარცხლბეკზე მონტაჟი. სამუშაოების მიწოდების ვადად კი, ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 70 კალენდარული დღე (ექსპერტიზის მომსახურების ვადის ჩათვლით) არის განსაზღვრული.

kustbaa2-1620453611-1622539531.jpg

kustbaa-1620453584-1622539545.jpg

ნინი ქეთელაური