სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

2021 წლის 1 ივნისს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ექვსმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 55 165 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.390 პროცენტით, მაქსიმალური 9.485 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.410 პროცენტით განისაზღვრა.