საშუალო სტატისტიკური მომხმარებელი ევროპაში წლის განმავლობაში 22 კგ თევზს ყიდულობს, იგივე მონაცემი კი საქართველოში 7კგ-ს შეადგენს - აღნიშნული დასკვნა გაეროს სოფლის მეურნეობის და სურსათის ორგანიზაციის (FAO)-ს მიერ გამოცემულ კვლევაშია მითითებული.
უკანასკნელი 60 წლის მანძილზე ევროპაში ეს რიცხვი დაახლოებით ორჯერ, 9კ-დან 22კგ-მდე გაიზარდა. ამ ხნის განმავლობაში სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი რთავს თევზს ყოველდღიურ რაციონში.
მიუხედავად იმისა, რომ ქართული სტატისტიკა ევროპულს ბევრად ჩამოუვარდება, ზრდის პერსპექტივა შეუქცევადია, რაზეც შიდა ბაზრის ტენდენციებიც მიუთითებს.
ყოველწლიურად საქართველოში 17 ათასი ტონა თევზი და ზღვის სხვა პროდუქტი შემოდის. საქართველოში თევზის ყველაზე მსხვილი იმპორტიორები გვხვდებიან ისლანდიიდან (17%), აშშ-დან (14%), კანადიდან (12%), ნორვეგიიდან (10%), ესპანეთიდან (8%), ახალი ზელანდიიდან (7%) და თურქეთიდან (5%).
რაც შეეხება სახეობებს, მაგალითად, აშშ-დან თევზის ძირითადი მომწოდებელი ალასკას შტატია. აქედან შემოტანილი თევზის უდიდეს ნაწილს ველური ორაგულის სახეობა შეადგენს, რომელიც თავის მხრივ, იყოფა შემდეგ ჯიშებად: ღურკანა, კეტა, კიჟუჩი, ჩავიჩა და წითელი ორაგული.
აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ იმპორტირებული თევზის მთელი ოდენობის 90% არის გაყინული.
რაზე მიგვანიშნებენ ტენდენციები
„თევზის მოხმარების ზრდასთან ერთად მომხმარებლი უფრო კარგად ერკვევიან არამხოლოდ თევზის სახეობებში, არამედ - თევზჭერის, მისი შენახვა-დამუშავებისა თუ მომზადების საკითხებში,“ - აღნიშნავს ქსენია გოროვაია, ალასკის ზღვის პროდუქტების მარკეტინგის ინსტიტუტის (Alaska Seafood Marketing Institute. - ASMI) ექსპერტი.
გოროვაიას თქმით, დღესდღეობით მსოფლიოში ყოველი მეორე თევზი ხელოვნურად, სპეციალურ აუზებშია მოყვანილი. ექსპერტთა აზრით, 2030 წლამდე დაჭერილი თევზის 70% სწორედ ასეთ ფერმებში იქნება მოყვანილი.
აკვაკულტურის განვითარება, ერთი მხრივ, დააკმაყოფილებს მომხმარებელთა გაზრდილ მოთხოვნილებებს და ბაზარს ფასის მხრივ ხელმისაწვდომ პროდუქტს შესთავაზებს, მეორე მხრივ, კი გარეული თევზი ე.წ. პრემიალური, იშვიათი საქონლის რანგში გადაინაცვლებს.
ალასკას თევზმჭერი კომპანიები სწორედ გარეულ, პრემიალური ხარისხის თევზეულს აწარმოებენ. პრემიალური პროდუქტი ალასკიდან საქართველოს დახლებზეცაა ხელმისაწვდომი.
„როდესაც ვსაუბრობთ გარეული თევზის რეწვის შესახებ, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ მიუხედავად თევზის მრავალფეროვნებისა, ძალზე ცოტაა ასეთი ტიპის თევზები თავიანთი საწყისი სახით. წყნარი ოკეანის ორაგულისებრთა სახეობის თევზი (ღურკანა, კეტა, კიჟუჩი, ჩავიჩა და წითელი ორაგული), რომლებსაც ალასკასთან იჭერენ, სწორედ ამის ნათელი მაგალითია“, აღნიშნავს ქსენია გოროვაია.
ალასკის თევზის განსაკუთრებულობაც სწორედ ამაში მდგომარეობს - ამ წყლებში ადამიანის ზეგავლენა მინიმალურია. თევზჭერის უმკაცრესი სისტემა იქაური თევზის კომპანიებს ექსპორტის საკუთარ წესებს უდგენს. მოქმედებს წყლის რესურსების მიმართ გააზრებული მიდგომა - ექსპორტის მოცულობა დაჭერილი თევზის რაოდენობაზე პირდაპირ არის დამოკიდებული, რაც წლიდან წლამდე ბუნებრივად იცვლება.
ალასკაზე ველური ორაგულის ხუთ სახეობას იჭერენ, ესენია ღურკანა, კეტა, სოკეი ორაგული, ჩავიჩა და წითელი ორაგული, ასევე იჭერენ თეთრ თევზს, მაგ. ხეკს. შესაბამისად, როდესაც ალასკურ ზღვის პროდუქტებს ყიდულობ, ხვდები, რომ ამ თევზმა საკუთარი თავი თვითონ გაზარდა.
(R)