თანამედროვე სამყაროში, სადაც ტექნოლოგიები ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა, თამბაქოს მოხმარებაც კი სრულიად ახალ ეტაპზე გადავიდა.
ამბობენ, რომ ელექტრონული სიგარეტი მომავლის ტექნოლოგიაა, რომელიც მთლიანად ჩაანაცვლებს თამბაქოს კლასიკურ გაგებას. მთელს მსოფლიოში, ყოველწლიურად უამრავი ადამიანი ამბობს უარს სიგარეტზე და ელექტრონულ სიგარეტზე გადადის. მომხმარებელთა ამ ქცევის ახსნა მარტივია: ვეიპები სიგარეტის უკეთესი ალტერნატივაა. საერთაშორისო საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტების კვლევით დასტურდება, რომ ელსიგარეტის მოხმარება 95% -ით ნაკლებად მავნებელია, ვიდრე თამბაქოსი. ეს განპირობებულია იმ ფაქტით, რომ სიგარეტისგან განსხვავებით, ვეიპები არ შეიცავს დიდი რაოდენობით მავნე ქიმიკატებს.
ქართველი მომხმარებელი უკვე კარგად იცნობს ელსიგარეტებს. უკანასკნელი წლების განმავლობაში, ბაზარზე რამდენიმე განსხვავებული ვარიანტი გამოჩნდა. სწორედ ზრდასრული მწეველებისა და ელსიგარეტის მომხმარებლებისთვის ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი, RELX შემოდის. კომპანიას კარგად იცნობენ მთელს მსოფლიოში. RELX-ის პროდუქტები ხელმისაწვდომია მრავალ რეგიონში - მთელ აზიაში (ჩრდილოეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთით), ოკეანეთში, ჩრდილოეთ და ლათინურ ამერიკასა და ევროპაში. ახლა კი ამიერკავკასიის ჯერია.
წარმოების თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით, RELX მომხმარებელს ინოვაციურ მოწყობილობებსა და ვეიპის სითხეებს შესთავაზებს. პროდუქტები აერთიანებს ელეგანტურ, თანამედროვე დიზაინსა და უახლეს ტექნოლოგიებს. შედეგად კი, მომხმარებლისთვის საუკეთესო ელექტრონული სიგარეტი და სითხეები იქმნება.
პირველ ეტაპზე, საქართველოში RELX-ის მოწყობილობა INFINITY, ერთჯერადი RELX Nano 2 და სხვადასხვა აქსესუარი გამოჩნდა. ასევე, შესაძლებელია 4 სახის არომატული პოდის შეძენა: მუქი ელვარება, კლასიკური თამბაქო, ცოცხალი წითელი და მენთოლ პლუსი. აღსანიშნავია, რომ მალე მომხმარებელს საშუალება ექნება, აირჩიოს 0 ნიკოტინის შემცველი პოდები.
RELX-ის წარმატების საიდუმლო თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნილ რეცეპტშია, რომელიც მომხმარებელს რბილ გემოს სთავაზობს. RELX Super Smooth-ზე ჩატარებული 76 სენსორული ტესტისა და პარამეტრების განმეორებითი შეცვლის გზით, RELX-ის მეცნიერებმა აღმოაჩინეს რბილი გემოს საიდუმლო.
აღსანიშნავია, რომ წარმოების ყველა ეტაპზე, ინგრედიენტების შერჩევიდან საბოლოო პროდუქტის მიღებამდე, RELX იცავს ხარიხის მაღალ სტანდარტებს. ყოველწლიურად, სანდოობის შემოწმების მიზნით, დაახლოებით 2 მილიონი პროდუქტი ექვემდებარება სინჯის მკაცრი წესით აღებასა და ხარისხის კონტროლის ტესტირებას. შედეგად კი მომხმარებლისთვის საუკეთესო ელსიგარეტები, სითხეები და აქსესუარები იქმნება.
ამიერიდან, RELX-ის მომავალი თაობის ტექნოლოგიების გაცნობა საქართველოშიც არის შესაძლებელი. შეძენის წერტილებისა და დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს: http://ge.relxnow.com/ka
(R)