საინვესტიციო კომპანია Galt And Taggart-მა საქართველოს 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი განაახლა, რომლის მიხედვითაც, წელს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა საშუალოდ 7%-ით გაიზრდება.
წინა პროგნოზის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკა 5%-ით უნდა გაზრდილიყო.
განახლებული პროგნოზი რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორსა და დაშვებას ეყრდნობა, მათ შორის:
· ბაზრის გაუმჯობესება ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სტაბილურობის ფონზე
· კორონავირუსის ყოველდღიური ახალი შემთხვევების შემცირება
· სახმელეთო გზის გახსნა, რაც ტურიზმის აღდგენას შეუწყობს ხელს
· ფულადი გზავნილებისა და ექსპორტის ზრდა
· ოქტომბრის არჩევნები, რაც ფისკალურ ხარჯებს გაზრდის
· ვაქცინაციის პროცესი დაჩქარდება ივნისიდან
გარდა ამისა, პროგნოზი განაახლა მთავრობამაც, რომელიც წელს საქართველოს ეკონომიკის 6.5%-იან ზრდას ელის.