შემოსავლების სამსახურმა დღგ-ს გადამხდელ კომპანიებს, რომლებსაც მიმდინარე წლის აპრილის თვის ნულოვანი დეკლარაცია არ გაუგზავნიათ  - სავარაუდო დარიცხვა  1,250 ლარის ოდენობით განუსაზღვრა

შემოსავლების სამსახურმა დღგ-ს გადამხდელ კომპანიებს, რომლებსაც მიმდინარე წლის აპრილის თვის ნულოვანი დეკლარაცია არ გაუგზავნიათ - სავარაუდო დარიცხვა 1,250 ლარის ოდენობით განუსაზღვრა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განმარტებას იძლევა - ანა ოსიყმიშვილი, „ქუდოს ჯორჯიას“ თანადამფუძნებელი.

რას ნიშნავს სავარაუდო დარიცხვა?

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის ბაზაში, არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს განახორციელოს კონკრეტული საგადასახადო პერიოდისთვის გადასახადის აღრიცხვა და ასახვა გადამხდელის პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე, რაც სავარაუდო დარიცხვას გულისხმობს.

შემოსავლების სამსახურმა აღნიშნული დარიცხვის განხორციელების მიზნად დეკლარირების კულტურის ამაღლება და დროული დეკლარიების ხელშეწყობა დაასახელა.

რა შემთხვევაში ხორციელდება სავარაუდო დარიცხვა და რა პერიოდში?

სავარაუდო დარიცხვა განხორციელდება, როდესაც კომპანია, რომელიც არის დღგ-ს გადამხდელი, დადგენილ ვადაში არ წარადგენს შესაბამის დეკლარაციას, ხოლო პერიოდი განსაზღვრულია დღგ-ს დეკლარაციის წარდგენისთვის დადგენილი სავადო თარიღის შემდეგ. შესაბამისად 2021 წლის აპრილის თვის დეკლარირების ვადა იყო 2021 წლის 17 მაისი და იმ კომპანიებმა ვისაც აპრილის თვეში მიუხედავად იმისა, რომ არ ჰქონდათ დღგ-ს დასაბეგრი ოპერაციები და არ წარადგინეს ნულოვანი დეკლარაციები მიიღეს შეტყობინებები სავარაუდო დარიცხვის შესახებ, რომელმაც თანხობრივად შეადგინა 1250,00 ლარი.

როგორ უნდა მოხდეს სავარაუდო დარიცხვის გაუქმება?

თუ კომპანიას შესაბამის საგადასახადო პერიოდში არ ჰქონია დღგ-თი დასაბეგრი ბრუნვები, უნდა გააგზავნონ ნულოვანი დეკლარაიცები, რაც საფუძველი იქნება სავარაუდო დარიცხვის გაუქმების.

აღსანიშნავია, რომ „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში დამტკიცებული ინსტრუქციის 74-ე მუხლის მე-2 პუნქტში ვკითხულობთ:

„საქართველოს საგადასახადო კოდექსის 67-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიზნებისთვის, თუ დღგ-ის გადამხდელი, გარდა ფიზიკური პირისა, არ წარადგენს დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციას, არ ითვლება, რომ მან წარადგინა დეკლარაცია, რომლის საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია.“.

ქუდოს ჯორჯია მზად არის ნებისმიერი სირთულის კომპანიას გაუწიოს ბუღალტრული, აუდიტორული და სხვა ფინანსური მომსახურება, იყოს მისი პირადი კონსულტანტი, რითაც კომპანიის ოპერაციების აღრიცხვა მუდმივად იქნება შესაბამისობაში საკანონმდებლო ცვლილებების გათვალისწინებით.

Kudos Georgia-ს შესახებ

ფინანსური მომსახურების კომპანია „ქუდოს ჯორჯია“ წარმოადგენს აუდიტისა და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო ქსელის „Kudos International Network“-ის სრულუფლებიან წევრს, რომელიც წარმოდგენილია მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში.

„ქუდოს ჯორჯია“ პროფესიონალურ მომსახურებას სთავაზობს როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო კომპანიებს.

კომპანია „Forum of Firms“-ის წევრია. ფორუმის წევრობა შესაძლებელია მხოლოდ ისეთი ფირმებისათვის, რომლებმაც დანერგეს გლობალურად კოორდინირებული შიდა ხარისხის უზრუნველყოფის გადახედვის პროგრამა, საქმიანობის პროცესში იყენებენ აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებს (ISAs) და აკმაყოფილებენ სხვა შესაბამის ეთიკურ მოთხოვნებს.