BP მზის ენერგეტიკის ამერიკულ პროექტებზე 220 მილიონ დოლარს დახარჯავს

ენერგეტიკული გიგანტი „ბრიტიშ პეტროლეუმი“ შეერთებული შტატების ენერგიის განახლებადი წყაროების პროექტებში, ჯამში 220 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. თანხის უმეტესი ნაწილი, ამ სფეროში მომუშავე კომპანია „7X ენერჯისგან“ მზის პროექტების შესყიდვაზე დაიხარჯება.

შესყიდული აქტივების ჯამური სიმძლავრე 9 გიგავატს შეადგენს. ეს „ბრიტიშ პეტროლეუმის“ პირველი შესყიდვაა მზის ენერგეტიკის სფეროში მას შემდეგ, რაც 2017 წელს ევროპაში მზის ენერგეტიკის სფეროს უდიდესი კომპანია, „საითსურსი“ შეისყიდა.

უკვე რამდენიმე ათეული წელია, რაც „ბრიტიშ პეტროლეუმის“ ლოგოზე, მზის სიმბოლიზებული სურათია გამოსახული. ის მზის და განხლებადი წყაროების ენერგეტიკაში კომპანიის ამბიციების გამოხატულებას წარმოადგენს. BP აცხადებს, რომ შესყიდულ ახალ პროექტებს, „ლაითსურსთან“ ერთად განახორციელებს.

„ჩვენი სტრატეგიის შესაბამისად, ამ ახლ პროექტებს, ქარის ონშორულ და ოფშორულ, ასევე ბუნებრივი აირის და სხვა პროექტებთან ერთად განვახორციელებთ. ამით ჩვენს მომხმარებლებს იმით უზრუნველვყოფთ, რაც მათ სურთ“, - ამბობს „ბრიტიშ პეტროლეუმის“ ამერიკის შტოს თავმჯდომარე დეივ ლოულერი.

პროექტები აშშ-ის 12 შტატში განხორციელდება. მათგან უდიდესი პორტფელები შტატ ტექსასს და შუა დასავლეთის შტატებს უკავშირდება.

„ბრიტიშ პეტროლეუმის“ გეგმის შესაბამისად, 2030 წლამდე პერიოდში, კომპანია ნავთობის მოპოვებას 40 პროცენტით შეამცირებს, განახლებად წყაროზე დაფუძნებულ ენერგეტიკულ ბიზნესს კი გააოცმაგებს.