მხოლოდ ივნისში ბინები საბურთალოზე 5 წლამდე შიდა უპროცენტო განვადებით

ივნისის თვის განსაკუთრებული შეთავაზება „ტერასა ჯგუფისგან“ - ბინები საბურთალოზე 5 წლამდე შიდა უპროცენტო განვადებით, ბანკის მონაწილეობის გარეშე.

შეთავაზებით სარგებლობის შემთხვევაში, ბინის საფასურს არ დაემატება პროცენტი და მხოლოდ სამშენებლო კომპანიასა და თქვენ შორის შედგება თანამშრომლობა. ერთიანი გადახდის შემთხვევაში კი 10%-იან ფასდაკლებას მიიღებთ.

„ტერასა ჯგუფისა“ და „ტეტრის დეველოპმენტის“ საერთო პროექტი „ტერასა საბურთალო“ სამი 22-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსისგან შედგება, რომლის გარშემო 1000 კვ.მ ტერიტორია მხოლოდ გამწვანებას ეთმობა.

terasaa12-1622552454.jpg

დროის დაზოგვისა და მობინადრეებისთვის დამატებითი კომფორტის შექმნის მიზნით, ბინები ბარდება სრული რემონტით, ხოლო მრავალფეროვანი კატალოგი საშუალებას მოგცემთ, სახლი სურვილისამებრ დააგეგმაროთ და თითოეული კუთხე საკუთარ თავზე მოირგოთ.

ადგილმდებარეობა, პრემიუმ კლასის სამშენებლო მასალები, იდეალურად დაგეგმარებული ბინები, დაცული გარემო, ავტოსადგომი, დასასვენებელი სივრცეები, მასშტაბური რეკრეაციული ზონა და სპორტული მოედნები ქალაქის ცენტრში იდეალურ საცხოვრებელ გარემოს შეგიქმნით და რაც მთავარია, სასურველ ბინას საუკეთესო გადახდის პირობებით შეიძენთ.

დაინტერესების შემთხვევაში, შეგიძლიათ, „ტერასა ჯგუფს“ საკონტაქტო ინფორმაცია დაუტოვოთ და კომპანიის წარმომადგენელი პროექტთან დაკავშირებულ დეტალებს პირადად გაგაცნობთ:

regggg-1622552583.jpg