მსოფლიოში გასული კვირის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირების დაახლოებით 3.5 მილიონი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 78 000 ადამიანი გარდაიცვალა, რაც წინა კვირასთან შედარებით, 15% და 7%-ით ნაკლებია. ახალი შემთხვევები და სიკვდილიანობის მაჩვენებელი, გასული კვირის განმავლობაში, ყველაზე მეტად ევროპისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონებში შემცირდა, თუმცა ინფიცირების მაჩვენებელი გაიზარდა აფრიკისა და დასავლეთ წყნარი ოკეანის რეგიონებში.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ბოლო შვიდი დღის განმავლობაში დაინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი - 364 668 შემთხვევა ინდოეთში დაფიქსირდა, რაც 26%-ით ნაკლებია ქვეყანაში წინა კვირაში გამოვლენილ შემთხვევებთან შედარებით, შემდეგ მოდის ბრაზილია - 420 981 შემთხვევით, რაც წინა კვირაში გამოვლენილ შემთხვევებზე 7%-ით მეტია, მესამე ადგილზეა არგენტინა 219 910 ახალი შემთხვევით, მეოთხე და მეხუთე ადგილზე კი შეერთებული შტატები (153 587 ახალი შემთხვევა) და კოლუმბია (150 517ახალი შემთხვევა) არიან.