საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, ბრალდებულის სახით, ერთი პირი პასუხისგებაში მისცა. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, გამოძიებით დადგენდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც მის სარგებლობაში არსებული ევაკუატორით ახორციელებდა აზერბაიჯანის მიმართულებით მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაზიდვას, დამატებითი უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ავტოსატრანსპორტო საშუალებებში მალულად განათავსა არადეკლარირებული საქონელი და შეეცადა საბაჟო გამშვები პუნქტი წითელი ხიდის გავლით გადატანას.

როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში აღნიშნავენ, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია არადეკლარირებული სხვადასხვა სახის საქონელი, რომლის საერთო საბაჟო ღირებულება აღემატება 15 000 ლარს.

„გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.