კახა კალაძე - ჩვენი მიზანია, თბილისი ინკლუზიური ქალაქი იყოს, რომელშიც ყველა მოქალაქეს თანაბრად აქვს საშუალება, განვითარდეს და პროგრესს მიაღწიოს

გუშინ, თბილისის საკრებულომ თბილისის მერიის შშმ პირთა თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფის 2021-2024 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, პროექტის მიზანი თბილისის ყოველდღიურ ცხოვრებაში შშმ პირების მონაწილეობის გაზრდაა.

„ჩვენ ყოველთვის ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ შშმ პირები ჩვენი ქვეყნის სრულფასოვანი მოქალაქეები არიან. თუ დააკვირდებით, ყველა პროექტი, სადაც მერია სამუშაოებს ახორციელებს მაქსიმალურადაა გათვალისწინებული, რომ ადაპტირებული იყოს. ავტობუსების შესყიდვა, ინფრასტრუქტურის სამუშაოები მაქსიმალურად ვცდილობთ, ადაპტაცია მოვახდინოთ.

გუშინ, თბილისის საკრებულომ დაამტკიცა თბილისის მერიის შშმ პირთა თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფის 2021-2024 წლის სამოქმედო გეგმა. მსგავსი შინაარსის გეგმა თბილისისთვის პირველია და მისი მიზანია თბილისის ყოველდღიურ ცხოვრებაში შშმ პირების მონაწილეობის გაზრდა. ჩვენი მიზანია, თბილისი ინკლუზიური ქალაქი იყოს, რომელშიც ყველა მოქალაქეს თანაბრად აქვს საშუალება, განვითარდეს და პროგრესს მიაღწიოს“, - განაცხადა კალაძემ.