Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.2288 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.2288 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 3.2475 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 1-ელ ივნისს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.2547 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.9792 ლარია.

საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.