G&T - 2021 წელს საქართველო ტურიზმიდან 1,2 მლრდ დოლარს მიიღებს

საინვესტიციო კომპანია Galt And Taggart-მა მიმდინარე წლის ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი განაახლა.

დოკუმენტიდან ირკვევა, რომ მიმდინარე წელს საქართველო ტურიზმიდან შემოსავლის სახით 1,2 მლრდ ლარს მიიღებს, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 36%-ია. ანუ გამოდის, რომ წელს ტურიზმი 2019 წელთან შედარებით 36%-ით აღდგება.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში საქართველომ ტურიზმიდან შემოსავლების სახით 103,5 მლნ დოლარი მიიღო.

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ დოკუმენტში საინვესტიციო კომპანიამ ეკონომიკური ზრდის განახლებული პროგნოზიც გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, წელს ქვეყნის ეკონომიკა საშუალოდ 7%-ით გაიზრდება. აღსანიშნავია, რომ მოცემული პროგნოზი კომპანიის წინა პროგნოზზე 2%-ით მეტია. წინა პროგნოზით, ქვეყნის ეკონომიკა საშუალოდ 5%-ით უნდა გაზრდილიყო.

ნოდარ სირბილაძე