Zoom-ი 2021 წელს 4 მლრდ დოლარის შემოსავალს ელოდება

Zoom მიმდინარე წელს 4 მილიარდი დოლარის შემოსავალს მიიღებს. კომპანიაში გაკეთებულ პროგნოზს სააგენტო Associated Press ავრცელებს.

კომპანია, რომელიც კორონავირუსის პანდემიამ მნიშვნელოვნად წასწია წინ, კლიენტების მოზიდვას განაგრძობს, მიუხედავად იმისა, რომ ონლაინ კონფერენციების რაოდენობა სულ უფრო მცირდება.

თებერვლიდან აპრილის ჩათვლით Zoom-ის პრემიალური ვერსია 497 ათასმა ორგანიზაციამ შეიძინა, რაც ნოემბერ-იანვრის მაჩვენებელზე, თითქმის, 30%-ით მეტია. თუმცა ეს მაჩვენებელი ზრდის ტემპის შენელებაზე მიუთითებს.

4 მილიარდი დოლარის შემოსავალი, რასაც კომპანია მოელის, Zoom-ისთვის 2020 წლის მაჩვენებელზე 50%-ით მეტი იქნება, 2020 წელს კი მისი შემოსავალი 4-ჯერ გაიზარდა.

ამ დროისთვის Zoom-ის კაპიტალიზაცია, თითქმის, 100 მლრდ დოლარს შეადგენს მაშინ, როცა მისი აქციები პანდემიისშემდგომი გაურკვევლობის ფონზე, ცოტა ხნის წინათ 40%-ით, ერთ ერთეულზე 589 დოლარით იყო გაუფასურებული.

ამასთან, გაზრდილია კომპანიის შემოსავლებიც. თუკი 2020 წლის თებერვალ-აპრილში Zoom-ს 27 მილიონი დოლარის შემოსავალი ჰქონდა, მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში კომპანიამ 227 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

კოკა კვირკველია