ლარიზაცია ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მე ამ გადაწყვეტილებას ვეთანხმებოდი, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პარლამენტის საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
როგორც გვენეტაძე დასძენს, ხალხი ვერ ახერხებდა სესხის გადახდას, „თავი რომ დავანებოთ ონლაინ სესხებს, სადაც ასტრონომიული პროცენტები იყო“
„ლარიზაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი. ლარიზაცია არის ის, რაც ქვეყანაში რისკებს ამცირებს. როდესაც ვსაუბრობთ პასუხისმგებლიან დაფინანსებაზე, როდესაც აკრძალვა მოხდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
ეს ჩვენ არ აგვიკრძალვას, ეს სამოქალაქო კოდექსში იყო, მთავრობის ინიციატივით მოხდა, მაგრამ მე ამ გადაწყვეტილებას ვეთანხმებოდი, ასი ათასზეც და ორასი ათასზეც, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან მაშინ, როდესაც შემოსავლები არის ლარში, როდესაც გადახდები არის დოლარში, ეს ძალიან მოწყვლადს ქმნის ამ მსესხებლებს, ერთ-ერთი გამოხატულება იყო იმ ლიბერალური მიდგომების, როდესაც ხალხი ვეღარ ახერხებდა ამ სესხის გადახდას, თავი რომ დავანებოთ ონლაინ სესხებს, სადაც ასტრონომიული პროცენტები იყო“,-აღნიშნავს გვენეტაძე და დასძენს, რომ „მაშინ, როდესაც იზრდებოდა ე.წ. გაშავებული მოქალაქეების რაოდენობა, მნიშვნელოვანი იყო ეს პროცესი დარეგულირებულიყო“.