მედია - Nord Stream 2-ის ობიექტები მომავალ კვირაში სატესტო რეჟიმში მუშაობას დაიწყებენ

ლენინგრადის რეგიონში Nord Stream 2-ის ობიექტები მომავალ კვირაში სატესტო რეჟიმში მუშაობას დაიწყებენ, -ამის შესახებ რუსულ მედიას ლენინგრადის რეგიონის გუბერნატორმა ალექსანდრე დროზდენკომ განუცხადა.

„გუშინ ლენინგრადის რეგიონის კინგისეპის რაიონში იმ რუსული ობიექტების შემოწმება ჩატარდა, რომლებიც მომავალი კვირიდან სატესტო რეჟიმში დაიწყებენ მუშაობას, რათა გერმანიისთვის გაზის გაშვების პროცესი მომზადდეს”, - აღნიშნა დროზდენკომ.

შეგახსენებთ, დასავლეთში შიშობენ, რომ შესაძლოა, რუსეთმა Nord Stream 2-ის გაზსადენი, რომლითაც ევროპას რუსული გაზი ბალტიის ზღვის გავლით, უკრაინის გვერდის ავლით უნდა მიეწოდოს, შესაძლოა მოსკოვზე დამოკიდებულების გაზრდის გზით ევროკავშირის ქვეყნების შესუსტების ბერკეტად გამოიყენოს.