კობა გვენეტაძე - მაქსიმალური კეთდება, რათა არსებულ სიტუაციას გავუმკლავდეთ - ობიექტური მიზეზი არის პანდემია

კეთდება მაქსიმალური, რათა არსებულ სიტუაციას გავუმკლავდეთ - ობიექტური მიზეზი არის პანდემია! - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ იმ კრიტიკის პასუხად განუცხადა, რომელიც მისი მისამართით პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში ისმოდა.

"ობიექტური მიზეზი არის პანდემია. ძალიან გთხოვთ, წაიკითხეთ საერთაშორისო ორგანიზაციების და ნებისმიერი იმ პროფილის ორგანიზაციის დასკვნები, ვისაც ეკონომიკაში ჭკუა მოეკითხება და პასუხს აქ ნახავთ! ორგანიზაციის პროფესიონალურ მოღვაწეობასა და პროფესიონალურ საქმეს ეს ორგანიზაციები აფასებენ და არა ის, ვინც ლანჩზე დადის", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს ყოველწლიური ანგარიში წარუდგინა.