კოკა-კოლა სოციალურ ქსელში გავრცელებულ "ვიქტორინაზე" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ბიზნესპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:
"მოგახსნებთ, რომ აღნიშნული ვებ-გვერდი გახლავთ თაღლითური სქემა, რადგან მოიძიონ თქვენი პირადი ინფორმაცია. კომპანია კოკა-კოლა არ აწარმოებს არანაირი სახის ვიქტორინას და გათამაშებას. გთხოვთ ყურადღებით მოეკიდოთ აღნიშნულ საკითხს. ინფორმაცია კიბერ-დანაშაულის შესახებ მიწოდებულია შინაგან საქმეთ სამინისტროს კიბერ-დანაშაულის დეპარტამენტისთვის და აღნიშნულ ფაქტზე დაიწყო გამოძიება",- ნათქვამია განცხადებაში.