მთავრობა სახელმწიფო ქონების ნაწილის 50%-იანი ფასდაკლებით ყიდის - ტოპ-10 ობიექტი

პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში, სახელმწიფო ობიექტების ნაწილი ფასდაკლებით იყიდება.

რიგით მესამე აუქციონი უკვე გამოცხადდა და ის 14 ივნისს დასრულდება.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამჯერად ელექტრონულ აუქციონებზე გამოტანილია 160 მილიონი ლარის ღირებულების 150-ზე მეტი საინვესტიციოდ მიმზიდველი შეთავაზება, მათ შორის 8 სახელმწიფო საწარმო და 129 არასასოფლო-სამეურნეო ობიექტი, საიდანაც 52-ს 50%-იანი ფასდაკლებით ყიდის, 24-ს კი, 25%-იანი ფასდაკლებით. ამასთან, მორიგ აუქციონზე იყიდება 45 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

,,ბიზნესპრესნიუსი" გთავაზობთ 10 ქონებას, რომელსაც მთავრობა 50%-იანი ფასდაკლებით ყიდის:

  • თბილისში, რიყის ტერიტორიაზე (ნაკვეთი N65/061) არსებული 14591.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1 შენობა-ნაგებობა (ე.წ რიყის დოქები) - 47 500 000 ლარი (საწყისი ფასი - 95 000 000 ლარი)
  • თბილისში, გოთუას ქ. N14ბ-ში მდებარე 6796კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები და მოძრავი ქონება (ლითონის ავზი) – 3 298 000 ლარი (საწყისი ფასი - 6 596 000 ლარი)
  • ქუთაისში, ნიკეას ქუჩა N21-ში მდებარე 36191.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები - 1 727 300 ლარი (საწყისი ფასი - 3 454 600 ლარი)
  • ფოთში, მალთაყვაში მდებარე 55000 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - 1 237 500 ლარი ( საწყისი ფასი - 2 475 000)
  • ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზირი N 19-ში (ნაკვ. 3/319) მდებარე 23115.10 კვ.მ. და 2843.87 კვ.მ. ფართები და მათზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - 1 053 000 ლარი ( საწყისი ფასი - 2 106 000 ლარი)
  • ქუთაისში , ავტომშენებლის ქუჩა N 1 , ჩიხი N2ა-ში მდებარე 24381 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები - 908 000 ლარი ( საწყისი ფასი - 1 816 000 ლარი)
  • ქობულეთში, რუსთაველის ქუჩის მიმდებარედ არსებული 25547.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - 815 000 ლარი ( საწყისი ფასი - 1 630 000 ლარი )
  • ქუთაისში, ჯავახიშვილის ქ. N85-ის მიმდებარედ არსებული 11894.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - 803 000 ლარი ( საწყისი ფასი - 1 606 000 ლარი)
  • სამტრედიაში, კოსტავას ქუჩაზე, N31-ში მდებარე 171722 კვ.მ. (141618 კვ.მ. და 30104 კვ.მ.) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების და მათზე არსებული შენობა-ნაგებობები - 743 500 ლარი ( საწყისი ფასი - 1 487 000 ლარი )
  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფ. ჭითაწყარში არსებული 96179.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - 726 500 ლარი ( საწყისი ფასი - 1 453 000 ლარი)

თამარ მუკბანიანი