როგორ იქცა თბილისელი გოგო ფერმერად - მწყრის ფერმის ამბები დედოფლისწყაროდან

რამ­დე­ნი­მე წლის წინ ჩემი მე­გო­ბა­რი ნატო ჭო­ტაშ­ვი­ლი დე­დოფ­ლის­წყა­რო­ელ და­ვით შე­ით­ნიშ­ვილს ცო­ლად რომ გაჰ­ყვა, გა­ვოც­დი, ქა­ლა­ქე­ლი გოგო რა­ი­ონ­ში რო­გორ გაძ­ლებს-მეთ­ქი? მით უფრო, რომ თბი­ლის­ში და­ბა­დე­ბულ­სა და გაზ­რდილს, ინ­გლი­სუ­რი ენის პე­და­გოგ­სა და ფსი­ქო­ლოგს სამ­სა­ხუ­რიც კარ­გი ჰქონ­და, სა­მე­გობ­რო წრეც კარ­გი ჰყავ­და და ვე­რაფ­რით წარ­მო­მედ­გი­ნა, ასე, ყვე­ლას­გან შორს რო­გორ უნდა ეცხოვ­რა. ალ­ბათ, დე­დოფ­ლის­წყა­რო აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ზღვარ­თან რომ იყო, თბი­ლი­სი­დან ძა­ლი­ან მე­შო­რე­ბო­და, მაგ­რამ... სიყ­ვა­რულს რას გა­უ­გე­ბო, ტყუ­ი­ლად არ ათ­ქმე­ვი­ნა სულმნათ­მა ნო­დარ დუმ­ბა­ძემ თა­ვის ილა­რი­ონს... აბა, იმას წარ­მო­ვიდ­გენ­დი, ამ ჩემს მე­გო­ბარს თა­ვი­სი მე­უღ­ლე ფერ­მერ ქალ­ბა­ტო­ნად რომ აქ­ცევ­და?! სა­ბო­ლო­ოდ, აღარც დე­დოფ­ლის­წყა­რო მე­შო­რე­ბა და იქა­უ­რო­ბა, ხომ, მარ­თლაც ზღა­პა­რია, ჩემი სიძე კი­დევ ისე­თი ხელ­მარ­ჯვე გა­მომ­გო­ნე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა, რომ ჩემს მე­გო­ბარ­თან და ორ ცუგ­რუ­მე­ლა გო­გო­ნას­თან ერ­თად დე­დოფ­ლის­წყა­როს ცენ­ტრში, სა­კუ­თა­რი სახ­ლის ეზო­ში ცხო­ველ­თა ფერ­მა მო­ი­წყეს. ყვე­ლა­ფე­რი კი მწყრე­ბით და­ი­წყო, უფრო ზუს­ტად - იმ ცუგ­რუ­მე­ლა გო­გო­ნე­ბით...

ნატო ჭო­ტაშ­ვი­ლი:

- მა­რი­ა­მი რვა წლი­საა, თეკ­ლა - ხუ­თის. რომ და­ი­ბად­ნენ, თა­ვი­დან­ვე შე­ვა­ტყვე, ძა­ლი­ან ალერ­გი­უ­ლე­ბი იყ­ვნენ, გან­სა­კუთ­რე­ბით - საკ­ვებ­ზე, რაც მე და და­თოს დიდ პრობ­ლე­მებს გვიქ­მნი­და. დღეს რა შე­და­რე­ბაა, უკვე საკ­მა­ოდ გა­ვა­კა­ჟეთ, მაგ­რამ მა­შინ ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ­დი. ახ­ლო­ბელ­მა მირ­ჩია, მწყრის კვერ­ცხი აჭა­მე, სა­ერ­თოდ არ იწ­ვევს ალერ­გი­ა­სო. ინ­ტერ­ნე­ტით მო­ვი­ძი­ეთ ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი და რო­დე­საც მწყრის კვერ­ცხის სი­კე­თე­ში დავ­რწმუნ­დით, შინ კი ეზო გვქონ­და, გა­დავ­წყვი­ტეთ, თა­ვად მოგ­ვე­შე­ნე­ბი­ნა.

- მა­ინც რა ჯა­დოს­ნურ სი­კე­თეს ატა­რებს მწყე­რი და მისი კვერ­ცხი (რო­მე­ლიც მეც ვი­გე­მე ამ სა­აღ­დგო­მოდ), რა­ტომ არის, ვთქვათ, ქათ­მის კვერ­ცხზე სა­სარ­გებ­ლო?

- მარ­თა­ლია, მწყრის კვერ­ცხი ქათ­მის კვერ­ცხზე პა­ტა­რაა და მისი წონა 11, 15, ზოგ­ჯერ კი - 18-19-გრა­მია, აღ­მოჩ­ნდა, რომ მა­ინც უფრო მე­ტად სა­სარ­გებ­ლოა. ია­პო­ნი­ა­ში სა­გან­გე­ბო კა­ნო­ნიც კი შე­მო­ი­ღეს, სკო­ლებ­ში მოს­წავ­ლე­ებ­მა დღე­ში ორი ცალი მწყრის კვერ­ცხი რომ მი­ირ­თვან. მოკ­ლედ, მწყრის მო­შე­ნე­ბა გა­დავ­წყვი­ტეთ და 3 წლის წინ, ზა­ფხულ­ში, სა­ინ­კუ­ბა­ციო კვერ­ცხე­ბიც შე­ვი­ძი­ნეთ და ჩავ­დეთ ინ­კუ­ბა­ტორ­ში, რო­მე­ლიც ჩემ­მა მე­უღ­ლემ სა­კუ­თა­რი ხე­ლით მო­ა­წყო. ზო­გა­დად, ჩემი მე­უღ­ლე ძა­ლი­ან ხელ­მარ­ჯვეა და მწყრე­ბის გა­ლი­ე­ბიც თვი­თონ გა­ა­კე­თა (სხვა­თა შო­რის - კურ­დღლე­ბი­საც - ი.ხ.). პირ­ვე­ლი­ვე შე­დე­გი საკ­მა­ოდ კარ­გი აღ­მოჩ­ნდა - 300 კვერ­ცხი­დან 70% გა­მო­ი­ჩე­კა. ინ­კუ­ბა­ტორს პა­ტა­რა გა­მოჭ­რი­ლი სა­ჰა­ე­რო­ე­ბი აქვს და მახ­სოვს, პირ­ვე­ლად რომ იჩე­კე­ბოდ­ნენ, თავ­ზე ვა­დე­ქი და ვაკ­ვირ­დე­ბო­დი, ნის­კარ­ტი რო­გორ გა­მოჰ­ყო, მერე - თავი და ა.შ. ზო­გი­ერ­თი ნე­კის ხე­ლაც არ იყო და ვფიქ­რობ­დი, ამათ­გან რა უნდა გა­მო­ვი­დეს-მეთ­ქი. არა­და, რო­გორც კი გაშრ­ნენ, მა­შინ­ვე სირ­ბი­ლი და­ი­წყეს. ისე­თი სწრა­ფე­ბი არი­ან, ხელ­ში ვერ მო­იგ­დებ.

- ვიცი, მწყრის სხვა­დას­ხვა ჯიში არ­სე­ბობს. თქვენ რა ჯიში მო­ა­შე­ნეთ?

- სამი ჯი­შის მწყე­რი მო­ვა­შე­ნეთ - ტე­ხა­სუ­რი, ფა­რა­ო­ნი და მა­ჟო­რუ­ლი. ტე­ხა­სუ­რი არის მე­ხორ­ცუ­ლი - კვერ­ცხს დებს და მეტს იწო­ნის, ფა­რა­ო­ნი და მა­ჟო­რუ­ლი კი - მე­ხორ­ცუ­ლი-მეკ­ვერ­ცხუ­ლია ანუ დი­დიც არის და კვერ­ცხსაც ბევ­რად მეტს დებს. სხვა­თა შო­რის, გე­მო­თიც გან­სხვავ­დე­ბა ერ­თმა­ნე­თის­გან, მა­გა­ლი­თად, ისე­ვე, რო­გორც სოფ­ლის ქა­თა­მი გან­სხვავ­დე­ბა ბრო­ი­ლე­რის ქათ­მის­გან - ტე­ხა­სურს აქვს თეთ­რი, ქათ­ქა­თა ხორ­ცი და უფრო ბრო­ი­ლე­რი­სას წა­ა­გავს, ხოლო ფა­რა­ონ­სა და მა­ჟო­რულს ხორ­ციც უფრო მუქი აქვს - სოფ­ლი­სას ჰგავს. ყვე­ლა კარ­გია, მაგ­რამ მე ეს უკა­ნას­კნე­ლი უფრო მე­გემ­რი­ე­ლე­ბა, სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბე­ბი კი ყვე­ლას თა­ნაბ­რად აქვს.

მწყრის­თვის თა­ვად­ვე ვამ­ზა­დებთ საკ­ვებს, სა­ა­მი­სოდ მი­ნი­ფერ­მა­ში მი­ნი­აგ­რე­გა­ტიც გვაქვს და მისი წყა­ლო­ბით მწყერს ჯან­სა­ღად ვკვე­ბავთ. ამი­ტომ მათ­გა­ნაც ჯან­საღ პრო­დუქტს ვი­ღებთ - ხორ­ბა­ლი, რო­მელ­საც ვი­ყე­ნებთ, ჩვე­ნი­ვე ნაკ­ვეთ­შია მო­წე­უ­ლი, ქერი და სი­მინ­დი ჩემი უახ­ლო­ე­სი მე­გობ­რის ნაკ­ვე­თი­საა და ზუს­ტად ვიცი, რომ არც ჰიბ­რი­დუ­ლია და არც გენ­მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი.

ფერ­მა­ში არ ვი­ყე­ნებთ პრე­მიქს, უფრო სწო­რად, პრე­მიქს ვაძ­ლევთ მხო­ლოდ მწყრებს და ისიც - მკაც­რად გან­სა­ზღვრუ­ლად, 14 დღის ასა­კამ­დე. ვი­ტა­მი­ნებს მწვა­ნე მა­სის სა­ხით იღე­ბენ - ძა­ლი­ან უყ­ვართ ჭინ­ჭა­რი და ჭარხლის ფო­თო­ლი. ზამ­თრის­თვის მოგ­რო­ვი­ლი გვაქვს და დიდი ოდე­ნო­ბით ვაშ­რობთ ჭინ­ჭარს, ბა­ბუ­აწ­ვე­რა­სა და იონ­ჯას, შემ­დეგ კი საკ­ვებ­თან ერ­თად ვაწ­ვდით. არას­დროს ვი­ყე­ნებთ სო­ი­ოს შროტს, რო­მე­ლიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, გენ­მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი სო­ი­ო­სა­გან უნდა იყოს მი­ღე­ბუ­ლი. შე­იძ­ლე­ბა ვინ­მემ შე­ნიშ­ვნა მომ­ცეს, მწყერს დიდი რა­ო­დე­ნო­ბით პრო­ტე­ი­ნე­ბი სჭირ­დე­ბა და, აბა, სო­ი­ოს გა­რე­შე რო­გორ იქ­ნე­ბაო? მაგ­რამ მათ ვე­ტყვი, რომ ჩვენს მწყრებს პრო­ტე­ი­ნებ­ზე მო­თხოვ­ნას მზე­სუმ­ზი­რის შრო­ტით ანუ კოპ­ტო­ნით ვუკ­მა­ყო­ფი­ლებთ და მას კი ჩემი მე­გობ­რი­სა­გან ვყი­დუ­ლობ და ზუს­ტად ვიცი, სად ჰქონ­და და­თე­სი­ლი და გენ­მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი და ჰიბ­რი­დუ­ლი რომ არ არის. იხილეთ სრულად