მიმდინარე წლის 3 ივნისის მონაცემებით, საქართველოში აივ ინფიცირების 221 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში აივ ინფიცირების 227 შემთხვევა დადასტურდა. მათივე ინფორმაციით, აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში. 2 ივნისის მონაცემებით კი აივ მკურნალობას 5561 პაციენტი იტარებს.
„სულ ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებულია 8853 აივ ინფიცირებული პირი. მათ შორის, 6612 – მამაკაცია და 2241 – ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 4441 პაციენტს განუვითარდა, 1839 გარდაიცვალა.
აივ ინფიცირების ყველაზე მეტი 3313 შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში, მათ შორის, 87 უცხოეთის მოქალაქეა (2 დაუდგენელი); სამეგრელოში 1199; შემდეგ იმერეთში 1063; აჭარაში 1009; აფხაზეთში (532); კახეთში (444) ქვემო ქართლში (507); შიდა ქართლში (329); გურიაში (188); სამცხე-ჯავახეთში (121) და ა.შ.
2021 წელს გარდაიცვალა 46 აივ ინფიცირებული. 2020 წ - 157, 2019 წ - 116, 2018 წ. - 135, 2017 წ. - 127, 2016 წ. - 168, 2015 წ. - 94, 2014 წ. - 84 პირი. 2021 წელს 46 გარდაცვლილთაგან 35 მამაკაცია და 11 ქალი.
სულ საქართველოში გამოვლენილია 119 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის, 72 - ვაჟი, 47 - გოგონა. 30 გარდაიცვალა. 3 გავიდა ქვეყნიდან”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.