მიმდინარე წლის ივნისში საქართველოს რკინიგზამ 500 მლნ დოლარი ევრობონდები გამოუშვა, რაც იმას ნიშნავს, რომ რკინიგზამ ახალი ვალი აიღო.
ვალის აღების მიზეზი 2012 წელს გამოშვებული 500 მილიონი დოლარის ოდენობის ევროობლიგაციების რეფინანსირებაა.გამოშვებული ახალი ევროობლიგაციის საპროცენტო განაკვეთი დაახლოებით 5% იქნება.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რკინიგზამ ახალი ვალის აღების შესახებ განცხადება ჯერ კიდევ მიმდინარე წლის აპრილში გააკეთა, სადაც აღნიშნულია, რომ 2012 წელს აღებული ევრობონდების განაღდება რკინიგზას 2022 წელს უწევს.
აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, მსგავსად გასული წლებისა, რკინიგზა ისევ ზარალზეა, კერძოდ, 2021 წლის იანვარ-მარტში რკინიგზის ზარალმა 54,381 მლნ ლარი შეადგინა.