საქართველოში კორონავირუსით კიდევ 19 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 19 ადამიანი გარდაიცვალა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 19 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 853 პირი ემსხვერპლა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 833 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 28191 ტესტი ჩატარდა.