ბინის შერჩევისას შეიძლება, ყველას ინდივიდუალური მოთხოვნები გვქონდეს, თუმცა ახალი სტანდარტებისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასთან ერთად, მათი ჩამონათვალი სულ უფრო იზრდება.
ამასთან, უძრავ ქონებას რაც უფრო ემატება ფასი, მეტს ვითხოვთ დეველოპერისგან, რათა მაქსიმალურად მივიღოთ ის, რაშიც თანხის გადახდა გვაქვს დაგეგმილი.
წლების წინ, როცა დედაქალაქში სამშენებლო ბუმი დაიწყო, ბინის შეძენის მსურველები ცდილობდნენ, ქალაქის ყველაზე ცენტრალურ და გადატვირთულ უბნებში მდებარე პროექტები და რაც მთავარია, ყველაზე დაბალ ფასად შეერჩიათ. ნაკლები ყურადღება ექცეოდა გამწვანების, პარკინგის, სამშენებლო მასალის ხარისხის, სახანძრო უსაფრთხოების, სეისმომდგრადობის და სამშენებლო კომპანიის სანდოობის საკითხსაც კი.
საბოლოო ჯამში, განაშენიანების ბუმმა გამოიწვია მწვანე სივცეების ნაწილის შთანთქმა, რის მაგალითადაც შეიძლება, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია დავასახელოთ. წლების წინ ახალი კორპუსების ნაწილში შიდა პარკინგის გაუთვალისწინებლობამ კი ცენტრალური ქუჩები უკიდურესად გადატვირთა. გარდა ამისა, ხანდახან ბინების თავზე ტერასის ან სახურავის მშენებლობისას ნაკლებად ითვალისწინებდნენ ჰიდრო და თბოიზოლაციას. კომუნიკაციებისა და გათბობის სისტემების გამართულად მუშაობის აუცილებლობაში კი არაერთმა სამწუხარო შემთხვევამ დაგვარწმუნა.
ახალაშენებული და მშენებარე ბინების პლატფორმა House.ge-ში დღეს, უძრავი ქონებით დაინტრესებული მომხმარებელი საოფისე თუ საცხოვრებელი ფართის შეძენის პერსპექტივას უკვე სხვაგვარად უყურებს. თუ აქამდე გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი განმაპირობებელი ფაქტორი შეიძლება თანხა ყოფილიყო, ახლა დეტალურად ვიკვლევთ, რამდენად შეესაბამება ფასი ხარისხს, რამდენად გამძლეა სამშენებლო მასალები და დაბალ ფასს დეველოპერულ კომპანიაში არსებული ფინანსური პრობლემები ხომ არ განაპირობებს, რის გამოც შეიძლება, ბინა არათუ დათქმულ ვადებში, არამედ საერთოდ ვერ ჩავიბაროთ.
გარდა ამისა, ვამოწმებთ პროექტის მიმდებარედ არსებულ რეკრეაციულ ზონებს, სკვერებსა და სპორტულ მოედნებს, სადაც შეიძლება, ბავშვებმა ითამაშონ და უფროსები განიტვირთონ. თუ საცხოვრებელ კორპუსთან ამგვარი არაფერი არსებობს, მომხმარებელთა ნაწილი სხვა პროექტების ძებნას იწყებს.
„მწვანე ნარგავებისა და სკვერების მიმდებარედ არსებული პროექტების მიმართ ინტერესი იმდენად მაღალია, რომ კომპანიების დიდმა ნაწილმა მთავარ უპირატესობად სწორედ აღნიშნულის გამოკვეთა დაიწყო. House.ge-ზე თავმოყრილია ახალი პროექტების დიდი ნაწილი, რაც უძრავი ქონების შეძენის მსურველებს საუკეთესო არჩევანის გაკეთების საშუალებას აძლევს, რადგან მათ შესაძლებლობა აქვთ, ბინები კომპანიების მიხედვით ერთ ვებგვერდზე დაათვალიერონ და სწრაფად შეადარონ ერთმანეთს“, - განმარტავენ House.ge-ში.
House.ge-ში ასევე აღნიშნავენ, რომ მომხმარებლები ხშირად ინტერესდებიან არათუ ბინის ჩაბარების კონდიციით, არამედ სადარბაზოსა და ეზოს კეთილმოწყობის საკითხითაც და მათ დიდ ნაწილს უკვე ურჩევნია, არა გზის პირას მდგომ ცალკეულ კორპუსში შეიძინონ სახლი, არამედ ერთიან კომპლექსში, სადაც სხვადასხვა სერვისის მიღების შესაძლებლობა ექნებათ.
ასევე, სამშენებლო კომპანიისგან უკვე დეტალურად ვითხოვთ მასალების ხარისხის, წარმომავლობისა და შემადგენლობის შესახებ ინფორმაციას და უპირატესობას ვანიჭებთ იმ პროექტებს, სადაც თბოიზოლაცია და ენერგოეფექტურობის კომპონენტი გათვალისწინებულია. აღნიშნულ საკითხზე მომხმარებლებისგან კითხვები იმდენად ხშირად ისმება, რომ დეველოპერები სამშენებლო მასალების შესახებ ინფორმაციას უკვე თავადაც აქვეყნებენ.
ასევე, მობინადრეებისთვის მნიშვნელოვანია, საცხოვრებელი კორპუსის იერსახე არ დამახინჯდეს და ხედი არ „გაფუჭდეს“, ამიტომ, კომპანიისგან ითხოვენ კორპუსის ექსპლუატაციაში შესვლის შესახებ დოკუმენტაციასა და ინფორმაციას. რაც შეეხება ხედს, ბევრი მომხმარებელი აქცენტს აკეთებს ისეთ საცხოვრებელ კორპუსზე, რომლის მიმდებარედაც მაღალსართულიანი შენობების აშენება ნაკლებად სავარაუდოა. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მრავალფუნქციური კომპლექსები პოპულარული ხდება, შეიძლება სწორედ ესეც იყოს.
House.ge-ში განმარტავენ, რომ დედაქალაქის ცენტრალური უბნები ისევ დიდი პოპულარობით სარგებლობს, თუმცა არამხოლოდ ფასის, არამედ ეკოლოგიური მდგომაროების გათვალისწინებითაც ბევრი მომხმარებელი გარეუბანზე აკეთებს არჩევანს.
და ბოლოს, ჯერ კიდევ აქტუალური საკითხია, ბინის შეძენა როგორი კონდიციით არის უფრო მისაღები, რათა დავზოგოთ ხარჯები და საბოლოო ჯამში, მოგებულები დავრჩეთ. უნდა აღინიშნოს, რომ პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კორპუსები შავი კარკასის მდგომარეობით უკვე ნაკლებად ბარდება, რაც უძრავი ქონების ბაზარზე არსებული მოთხოვნებით არის განპირობებული.
მომხმარებლები დროის, ენერგიისა და ხშირად ფინანსების დაზოგვის მიზნითაც არჩევანს შავ კარკასზე ნაკლებად აჩერებენ, რადგან მისი თეთრი კარკასის კონდიციამდე მიყვანას საკმაოდ დიდი რესურსის ჩადება სჭირდება. დეველოპერების დიდი ნაწილი კი უკვე მხოლოდ გარემონტებულ ბინებს აბარებს, რაც მობინადრეებისთვის დამატებითი კომფორტის შექმნასთან არის დაკავშირებული. ამასთან, პასუხისმგებლობის მქონე კომპანიები სარემონტო მასალების შესახებ ინფორმაციას თავად ასაჯაროებენ, ხოლო თუ ეს ასე არ ხდება, ხშირ შემთხვევაში, მობინადრე ითხოვს.
House.ge-ის ინფორმაციით, ეს არის ის ძირითადი მახასიათებლები, რასაც უძრავი ქონების შეძენის მსურველები დღეს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ და რაც შეიძლება, წლების წინ შედარებით უკანა პლანზე ყოფილიყო გადაწეული.
ახალაშენებული და მშენებარე პროექტებისა და მათი მახასიათებლების ნახვა კი დეტალურად House.ge-ზე შეგიძლიათ.