საერთაშორისო სტუდენტური სამეცნიერო კონკურს CyberBattle2021-ის გამარჯვებული კავკასიის უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლის სტუდენტი სერგო სიმონოვი გახდა.
31 მაისს კიევის ნაციონალურ საავიაციო უნივერსიტეტში კიბერუსაფრთხოების, კომპიუტერული და პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიის ფაკულტეტის ბაზაზე პირველი საერთაშორისო სტუდენტური კიბერუსაფრთხოების შეჯიბრი - CyberBattle2021 გაიმართა.
სერგო სიმონოვმა სამეცნიერო ნაშრომი 5G გარემოს სიმულაციის შესახებ შექმნა. მან 5G-სთვის ახალი უსაფრთხოების ფუნქცია მანქანური სწავლების გამოყენებით წარადგინა, 5G-ზე თავდასხმების სიმულაცია განახორციელა და მის მიერ შეთავაზებული მეთოდის ეფექტიანობა აჩვენა. სერგო სიმონოვის სამეცნიერო ხელმძღვანელი კავკასიის უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი მაქსიმ იავიჩია.
CyberBattle2021-ში სტუდენტები მონაწილეობას იღებდნენ უკრაინის, ჩინეთის, იორდანიის, პოლონეთის, საქართველოს, ჩრდილოეთ მაკედონიის, ყაზახეთის, უზბეკეთის, ბელარუსის და ლისაბონის წამყვანი უნივერსიტეტებიდან.
შეჯიბრი 2020 წელს, კიევის ნაციონალური საავიაციო უნივერსიტეტის და უკრაინის განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაარსდა.