24 ივნისს ამერიკული კორპორაცია Microsoft ოპერაციული სისტემა Windows-ის ახალ ვერსიას წარმოადგენს. ამის შესახებ აღნიშნულია პრეზენტაციაზე დასასწრებად დაგზავნილ მოსაწვევებში, რომელსაც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, სატია ნადელა აწერს ხელს. ინფორმაციას სააგენტო Bloomberg ავრცელებს.
ნადელა წერს, რომ პროგრამული უზრუნველყოფის ახალი სისტემა პერსონალური კომპიუტერებისთვის წარმოადგენს ერთ-ერთ ნიშანდობლივ ცვლილებას ბოლო ათწლეულის ოპერაციული სისტემების სფეროში. განახლდება მისი დიზაინი, Microsoft Store-ში დამატებითი შესაძლებლობები იქნება გათვალისწინებული და რაც მთავარია, მომხმარებლებისთვის უფრო მარტივი გახდება.
პროგრამული განახლება, პირველ რიგში, ე.წ. დამოუკიდებელი ინსაიდერებისთვის გახდება ხელმისაწვდომი, ხოლო ფართო ბაზარზე მისი ჩაშვება შემოდგომიდან დაიწყება.