Top-10 პროდუქტი, რომელიც მაისში ყველაზე მეტად გაძვირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 7.7 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2021 წლის მაისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.5 პროცენტი შეადგინა, თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი კი 6.4 პროცენტით განისაზღვრა.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ 10 პროდუქტს, რომელიც მაისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყველაზე მეტად გაძვირდა:

  • მზესუმზირის ზეთი - 85%
  • მწვანე ლობიო - 35.8 %
  • შაქარი - 30.4 %
  • წიწიბურა - 28.2%
  • კვერცხი - 23.2%
  • მარგარინი - 23.9%
  • მწვანილი - 21.4 %
  • ქათმის ბარკალი - 19.7%
  • ქათმის ხორცი - 17.7%
  • შებოლილი თევზი - 17.6%

ათეულში ვერ ხვდება, თუმცა 5.8%-ით არის გაძვირებული პური, მიუხედავად იმისა, რომ სუბსიდირებული პროდუქტია.

თამარ მუკბანიანი