FAO  - მაისში სურსათის მსოფლიო ფასებმა ბოლო 10 წელიწადში ყველაზე სწრაფად მოიმატა

მაისში სურსათზე მსოფლიო ფასებმა ყველაზე სწრაფი თვიური ტემპით, 4,8%-ით მოიმატა, რაც 10-წელზე მეტია, არ მომხდარა. სურსათზე ყველაზე მაღალი გლობალური ფასები 2011 წლის სექტემბერში დაფიქსირდა. მონაცემები გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის სააგენტომ (FAO) გაავრცელა. სააგენტოს სასურსათო ინდექსი მაისში, საშუალოდ, 127,1 პუნქტს შეადგენდა, რაც აპრილის 121,3 პუნქტზე მაღალია. ორგანიზაცია მარცვლეულის, ზეთოვანი კულტურის, რძის პროდუქტების, ხორცისა და შაქრის კალათაში ცვლილებებს ყოველთვიურად აღრიცხავს.

„მცენარეულ ზეთებზე, შაქარსა და ბურღულეულზე საერთაშორისო ფასების მატებამ ინდექსის ზრდა განაპირობა,“ - წერს FAO.

2008-2011 წლებში ფასების მსგვსმა მატებამ 30-ზე მეტ ქვეყანაში სასურსათო ბუნტი გამოიწვია. სააგენტო Bloomberg-ის შეფასებით, საკვებ პროდუქტზე მეტად მაღალი ფასები ინფლაციის გავრცელებას დააჩქარებს და ცენტრალური ბანკების დამატებით სტიმულირებას გაართულებს.

„ბრაზილიის გვალვები სიმინდიდან დაწყებული, ყავით დამთავრებული, მოსავალს აზარალებს, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მცენარეული ზეთის წარმოებას აფერხებს. ეს მეცხოველეობის დარგის ხარჯებს ზრდის და მარცვლეულის მსოფლიო მარაგების ამოწურვის რისკს ზრდის,“ - წერს Bloomberg.

FAO-მ, ასევე, გამოაქვეყნა მარცვლეულის მსოფლიო წარმოების პირველადი წლიური პროგნოზი, რომლის მიხედვითაც წარმოების მოცულობა მიმდინარე წელს 2,821 ტონა იქნება. ეს ახალი რეკორდია და 2020 წლის დონესთან შედარებით, 1,9%-ით მეტია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ