Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 16:15 საათისთვის ერთი დოლარი 3.1160 ლარად ივაჭრება.
პლატფორმაზე ვაჭრობა 3.2100 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 2 ივნისს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.2228 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.9238 ლარია.
საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.