ლონდონის Heathrow-ის აეროპორტში დღეიდან ეკოსაწვავს გამოიყენებენ

დიდი ბრიტანეთის Heathrow-ს უმსხვილეს აეროპორტში თვითმფრინავებისთვის ეკოსაწვავს პირველად გამოიყენებენ. საწვავი ფინურმა კომპანია Neste-მ დაამზადა, მიმწოდებელი კი კომპანია Vitol-ია. ამის შესახებ Heathrow-ისა და Neste-ს ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც სააგენტო Reuters ავრცელებს.

საწვავი მთლიანად ეკოლოგიურად სუფთა შემადგენლობითაა დამზადებული, როგორიცაა მცენარეული ზეთი, ცხოველისა და თევზის ქონი. ასეთი საწვავის გამოყენება, ჩვეულებრივთან შედარებით, სითბური გაზის გამონაბოლქვს 80%-ით ამცირებს.

ეკოლოგიურად სუფთა საწვავის მიწოდებები Heathrow-ში დღეიდან დაიწყო და მომავალში აეროპორტის მიწოდების ჯაჭვში იქნება ჩასმული. პირველ ეტაპზე ეკოსაწვავით აეროპორტს 10 მოკლემაგისტრალური რეისისთვის მოამარაგებენ, რასაც Heathrow-ს ადმინისტრაციაში „პირველ სიმბოლურ ნაბიჯს“ უწოდებნ.

ლონდონის Heathrow არამარტო დიდი ბრიტანეთის, არამედ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული აეროპორტია. გასული წლის შემოდგომაზე მან ამ სიაში ლიდერობა პირველად დაკარგა და ის პარიზის შარლ დე გოლის სახელობის აეროპორტს (Charles de Gaulle Airport) დაუთმო.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ