დღეს ისტორიული დღეა! ხმათა უმრავლესობით, აგვირჩიეს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი "ფეისბუკ" გვერდზე წერს.
"ბიზნესპრესნიუსი" მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
"დღეს ისტორიული დღეა! საქართველომ მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიაში ახალი, დიდი ძალისა და გავლენის მქონე ადგილი დაიმკვიდრა!რამდენიმე წუთის წინ, არჩევნების გზით - სხვა ქვეყნებთან მწვავე კონკურენციის ფონზე, ხმათა უმრავლესობით, აგვირჩიეს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად (2021-2025 პერიოდისთვის) !პირველად ჩვენს ისტორიაში, ამ მნიშვნელოვანი პლატფორმიდან საქართველო შეძლებს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასა და საბჭოს წევრ ქვეყანებთან ერთად, წვლილი შეიტანოსგლობალური ტურიზმის აღდგენის პროცესში და ორგანიზაციის ინიციატივებისა და პროექტების წარმატებით განხორციელებაში.სასიხარულოა, რომ მივიღეთ 23 ქვეყნის მხარდაჭერა, რაც ადასტურებს ჩვენი ევროპელი პარტიორების გამორჩეულ ნდობას საქართველოს სწორი ღირებულებებისა და განითარების კურსის მიმართ",- წერს ქვრივიშვილი.