ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2021 წლის I კვარტალში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.3 პროცენტით გაიზარდა და 28.9 მილიარდი ლარი შეადგინა.
საქსტატის მონაცემებით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2021 წლის I კვარტალში მისი მოცულობა 10.3 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 0.2 პროცენტით მეტია.
ამასთან, 2021 წლის I კვარტალში მთლიანი ბრუნვის 65.3 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 16.3 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო 18.4 პროცენტი - მცირე ბიზნესზე ნაწილდება.
მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 45.8 პროცენტი, საშუალოზე - 27.1 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე - 27.1 პროცენტი.
საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 2021 წლის I კვარტალში 16.0 მლრდ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.1პროცენტით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა- 10.4 მლრდ. ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.2 პროცენტით მეტი).