Twitter-მა პრემიუმ ფუნქციებზე ფასიანი სერვისი ჩაუშვა

კომპანია Twitter-მა პირველად აამუშავა ფასიანი სერვისი, რომელიც ყოველთვიური გადახდის შემთხვევაში, მომხმარებლებს პრემიუმ ფუნქციებზე წვდომას აძლევს.

Twitter Blue სერვისი კანადასა და ავსტრალიაში მუშაობას დღეიდან იწყებს, მალე კი აშშ-ში და სხვა ქვეყნებშიც ჩაეშვება. კანადაში ერთთვიანი სერვისის ღირებულება 3,49 კანადური დოლარია, ავსტრალიაში კი - 4,49 ავსტრალიური დოლარი.

Twitter Blue-ს ფასიანი სერვისი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, გაგზავნილი ტვიტის პუბლიკაცია 30 წამში გააუქმოს. ამასთან, შესაძლებელი ხდება თემატური ტვიტების ერთ კოლექციაში გაერთიანება, ასევე, „ტრედებისთვის“ საკითხავად ტექსტი შეცვალოს და უფრო მსუბუქი გახადოს. სამომავლოდ კომპანიაში ამ სერვისზე სხვადასხვა ფუნქციის დამატებასაც გეგმავენ.

„მიკრობლოგების უფასო მოდელი შენარჩუნდება. ფასიანი სერვისი, უბრალოდ, გარკვეულ ფუნქციებს ამატებს იმ მომხმარებლებისთვის, რომლებსაც ამის სურვილი აქვთ,“ - აცხადებენ კომპანიაში.

კოკა კვირკველია