Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.0513 ლარად ივაჭრება.
პლატფორმაზე ვაჭრობა 3.1075 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 3 ივნისს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.1524 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.8425 ლარია.
საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.