ამანათების პოლონელი მეფე რაფალ ბრზოსკა იმის გამო, რომ ამანათები მისამართებზე არ დაარიგა, თითქმის გაკოტრდა. ეს 2016 წლის ზაფხულში მოხდა.
რაფალ ბრზოსკამ თავისი ბიზნესი, სუპერმარკეტების კუპონების გაყიდვა საფოსტო ყუთების საშუალებით ჯერ კიდევ ორი ათწლეული წლის წინ, კოლეჯის საერთო საცხოვრებელში დაიწყო. მოგვიანებით ბიზნესი 120- მილიონიან კომერციულ ბიზნესად გადაიქცა. მაგრამ სახელმწიფო საფოსტო სამსახურთან კონკურენციამ ზარალი მოუტანა. მისი დავალიანება 65 მილიონი დოლარი გახდა და მთელი ძალით ცდილობდა ახალი ინვესტორების პოვნას.
”ახალ ინვესტორებთან ჩემი ერთ-ერთი მთავარი პუნქტი იყო ყველა ობლიგაციის გადახდა, ბანკის დაფარვა, ყველა ადამიანის გასტუმრება, ვინც ჩემთან იყო დასაქმებული“, – იხსენებს 43 წლის ბროზსკა.
მაგრამ ინვესტორებს ბრზოსკას მომაკვდავი საფოსტო ბიზნესი არ აინტერესებდათ, მათი ინტერესის სფერო ელექტრონული კომერციის ავტომატური კარადები იყო, რომელიც მან 2010 წელს დაიწყო. ამაზონს და სხვა ონლაინ საცალო მოვაჭრეებს ამ მაცივრის ზომის გარე კარადების ინსტალაცია დაახლოებით 20 000 დოლარი უღირთ. ისინი პოპულარულია, რადგან ევროპაში ფოსტალიონები იშვიათად ტოვებენ ამანათებს ვერანდაზე. ეს მეთოდი ეფექტურად აჩერებს პროდუქციის მოპარვას. ამერიკელთა 54% ამბობს, რომ მათი პაკეტი მოიპარეს.
გაკოტრების პირას მყოფმა ბრზოსკამ 2016 წლის ზაფხულში საფოსტო ბიზნესის დახურვა გადაწყვიტა. თუმცა, მანამდე მოლაპარაკება გამართა Advent International- თან, რომელიც ერთგვარ მხსნელად მოევლინა.
მომდევნო წლის აპრილში, ბოსტონში დაფუძნებულმა კერძო კაპიტალის ჯგუფმა ბრზოსკასთან 110 მილიონ დოლარიანი გარიგებით კომპანიის ვალები დაფარა და დამატებით 125 მილიონი დოლარი მისცა. გარიგება წარმატებული იყო. 2017 წლისთვის ელექტრონული კომერციის გაყიდვები წლიურად 20.4% -ით იზრდება. შემდეგ პანდემიის გამო, მხოლოდ 12 თვეში, ონლაინ მაღაზიების მოგებამ 36% -ით მოიმატა. InPost- ის შემოსავალი 677 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, რაც წინა წელთან შედარებით 104% -ით მეტია. თავად ბარგის სათავსო პოლონეთში გაგზავნილი ამანათების 36% -ს ამუშავებს. InPost– მა 2020 წელს 97 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო.
“დაცული კარადების განთავსებამ მყიდველების სახლებთან და ოფისებთან, მოკლე დროში შეცვალა ბიზნესი. თუ წვიმის დროს უახლოეს კარადამდე მილის გავლა გიწევთ, ეს მიმზიდველი არ არის. მაგრამ პოლონეთში ჩემი უახლოესი კარადა 350 მეტრის მოშორებით დგას. ეს თითქმის სახლში მიტანის მსგავსია - და კიდევ უფრო მოსახერხებელიც“, - აცხადებს კონსულტანტი მარეკ რუზიკი, რომელმაც Advent- ს InPost-თან გარიგების დადება ურჩია.
InPost ახლა ოთხ კონტინენტზე გაფართოვდა. იანვარში კი ამსტერდამის საფონდო ბირჟაზე გამოჩნდა. ბიზნესი 9,7 მილიარდ დოლარად შეფასდა. InPost -ში ამჟამად ბრზოსკას წილი 1,1 მილიარდი დოლარია.
ბრზოსკას სამომავლო გეგმაა გარღვევა ევროპაში 675 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების გარიგებით და მისი კარადების განთავსება საფრანგეთის ქსელის ყველაზე დატვირთულ მაღაზიებში.