მოკრძალებული, არაფრისმთქმელი ფარდულები და ავტოფარეხები ალბათ, უკანასკნელი ადგილებია, სადაც პირდაპირი მნიშვნელობით, განძის აღმოჩენას ელით. თუმცა, მსოფლიოში არსებობენ ისეთი იღბლიანებიც, ვინც წარმოუდგენლად ძვირად ღირებული ნივთები მოულოდნელად ისეთ ადგილებში იპოვეს, სადაც საერთოდ არ ელოდნენ.
1960 Jaguar XK150 S – 127 552 დოლარი
ეს 1960 წლის Jaguar XK150 S ფარდულში მას შემდეგ იმყოფება, რაც 1996 წელს მისმა მფლობელმა წვიმიან დღეს მართვისას საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა. ავტომობილის მეპატრონე 1969 წელს გარდაიცვალა. მანქანა კი აუქციოზე მიმდიარე წლის მაისში გაიტანეს. იგი 127 552 დოლარად გაიყიდა, რაც მის ფასს ექვსჯერ აღემატება. იაგუარი ძვირად ღირებულ რემონტს საჭიროებს. რის შემდეგაც, მისი ფასი დაახლოებით ათჯერ გაიზრდება.
ბრინჯაოს ხანის ხმალი: შეუფასებელი
ეს ჟანგიანი ხმალი, რომელიც ძვ.წ. 600-დან 800 წლამდე თარიღდება, ფერმერმა ამბროსი ოუენსმა 1965 წელს ჩრდილოეთ ირლანდიაში, მდინარე არნის ნაპირზე იპოვა. ფერმერმა მისი მნიშვნელობა არ იცოდა და თავის ბეღელში დააგდო, სადაც 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში “ეგდო“. 2016 წლის ივლისში ოუენსის ძმამ არტეფაქტი ხელახლა აღმოაჩინა და ექსპერტებს შეაფასებინა. იგი 2,600 წლის შეუფასებელი არტეფაქტი აღმოჩდა.
შროდის საგანძური - 100 მილიონ დოლარზე მეტი
1985–1988 წლებში, პოლონეთის ქალაქ შროდა სლასკაში მიტოვებული სატელეფონო ბირჟის განახლების დროს მუშებმა განძი აღმოაჩინეს - ოქროს და ვერცხლის მონეტები და ძვირფასი ქვები. განძში ასევე იყო შუასაუკუნეების ოქროს გვირგვინი. აღმოჩენა მუშებს ხელისუფლებამ ჩამოართვა. 2005 წელს გვირგვინი 100 მილიონი დოლარად შეფასდა.
1961 Ferrari 250 GT SWB California Spider - 18.1 მილიონი დოლარი
როჯერ ბაიონის ლეგენდარული კოლექციის ერთი მანქანა, 1961 წლის Ferrari ჟურნალების უზარმაზარი გროვის ქვეშ იპოვეს. იგი მოუვლელი, მიტოვებულ ფარდულში დიდი ხნის განმავლობაში იდგა. 2015 წელს ავტომობილი აუქციონზე 18,1 მილიონ დოლარად გაიყიდა.
1936 Mercedes-Benz Von Krieger 540K Special Roadster - 11,77 მილიონი დოლარი
1936 წლის მერსედესს თავდაპირველად ფლობდა იდუმალი მარტოხელა ბარონესა ჟიზელა ჟოზეფინა, რომელიც ამბობდა, რომ მანქანა ავტოფარეხში 1959 წელს დადგა და მას შემდეგ სავარაუდოდ, არც განძრეულა. ავტომობილი 1992 წელს აღმოაჩინეს. 2012 წელს კი აუქციონზე 11,77 მილიონი დოლარად გაიყიდა.
1937 Bugatti 57S - 4,3 მილიონი დოლარი
ნიუკასლში მცხოვრები ოჯახი ერთ დღეს ნამდვილად “უჩვეულო ანდერძის“ მსხვერპლი გახდა. ოჯახმა მემკვიდრეობით მიიღო ავტოფარეხი, სადაც არც იცოდნენ, რომ შიგნით ეს სუპერ იშვიათი მანქანა დახვდებოდათ.
1937 წლის Bugatti 57S, 89 წლის დოქტორ ჰაროლდ კარის გარდაცვალების შემდეგ ავტოფარეხში 2007 წელს აღმოაჩინეს. იგი კლასიკურ Aston Martin- თან, Jaguar E-Type და Type 57S Atalante- თან ერთად იდგა. 2009 წლის თებერვალში მანქანა 4,3 მილიონ დოლარად გაიყიდა.
ოქროს ლოდები - 3.8 მილიონი დოლარი
ფრანგი მემკვიდრე 2016 წელს ნამდვილი ოქროს საბადოს მფლობელი გახდა. განძი, რომელიც იქ დაახლოებით 70 წლის განმავლობაში ინახებოდა, ნორმანდიის ერთ – ერთ სახლში, სხვადასხვა სამალვებში იყო გადანაწილებული. ოქრო 3.8 მილიონ დოლარად გაიყიდა.
სარდაფში აღმოჩენილი კომიქსი - 3.5 მილიონი დოლარი
მაიკლ როერერი ვირჯინიაში მდებარე დეიდის სახლს ალაგებდა, როდესაც სარდაფში 345 კომიქსების კოლექციას წააწყდა. კოლექცია ეკუთვნოდა მის გარდაცვლილ ბიძას, ბილი რაიტს, რომელიც 1994 წელს, გარდაცვალებამდე თავისი ჰობის შესახებ არავის ეუბნებოდა. საგულდაგულოდ შენახული კოლექცია მოიცავდა იშვიათ კომიქსებს, როგორიცაა დეტექტივი კომიქსი # 27, პირველი კომიქსი ბეტმენის მონაწილეობით და ა.შ. ჟურნალები 2012 წელს ნიუ-იორკში აუქციონზე 3.5 მილიონ დოლარად გაიყიდა.
ჯოვანი ბოლდინი მართა დე ფლორიანის პორტრეტი - 2,9 მილიონი დოლარი
მართა დე ფლორიანის პორტრეტი პარიზში, ერთ-ერთ ბინაში 70 წლის განმავლობაში მტვრის ქვეშ იმალებოდა. 2010 წელს, როდესაც საფრანგეთის სოციალისტი გარდაიცვალა, ექსპერტებმა კარი გააღეს და გაოცდნენ, როდესაც იტალიელი მხატვრის ჯოვანი ბოლდინის 1898 წლის შესანიშნავი პორტრეტი აღმოაჩინეს. თავდაპირველად ნახატის ღირებულება 300 000 ევრო იყო, მაგრამ 2014 წელს 2,9 მილიონ დოლარად გაიყიდა.
1966 Ferrari 275 GTB Berlinetta - 2.2 მილიონი დოლარი
2015 წლის თებერვალში ლეგენდარული ბაიონის კოლექციიდან 59 მანქანა გაიყიდა. პარიზის Artcurial აუქციონის ერთ-ერთი ვარსკვლავი, 1966 წლის Ferrari იყო, რომელიც ჰოლივუდის წყვილს - როჯერ ვადიმს და ჯეინ ფონდას ეკუთვნოდა. მანქანა 2,2 მილიონ დოლარად გაიყიდა.