ადამიანებმა, რომლებიც პარლამენტში საკანონმდებლო წინადადებას წარადგენენ, შესაძლოა, გარკვეული ანაზღაურება მიიღონ

ადამიანებმა, რომლებიც პარლამენტში საკანონმდებლო წინადადებას წარადგენენ, შესაძლოა, გარკვეული ანაზღაურება მიიღონ. ამის შესახებ საკანონმდებლო წინადადება პარლამენტში მოქალაქე ლევან ჯოხაძემ წარადგინა.

წინადადების ავტორის მოლოდინით, აღნიშნული გაააქტიურებს და უფრო ინტენსიურს გახდის საკანონმდებლო წინადადების წარდგენის სიხშირესა და ხარისხს.

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, აღნიშნული საკითხის განხილვა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს დაევალა, რომელმაც მიღებული გადაწყვეტილება ბიუროს უნდა აცნობოს.

თაია არდოტელი