ქვეყნები, სადაც ქართული ჩაი იყიდება

მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში ქვეყნიდან 1 473 330 აშშ დოლარის არომატიზებული ან არაარომატიზებული ჩაი გავიდა ექსპორტზე. აღსანიშნავია, რომ წლიურად ექსპორტი შემცირებულია, კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში ჩაის ექსპორტი 1 999 720 დოლარი იყო.

რაც შეეხება ქვეყნებს, სადაც ჩაის ექსპორტი ხორციელდება, ჩამონათვალში ლიდერობს აზერბაიჯანი, სადაც 2021 წლის იანვარ-აპრილში 759 620 აშშ დოლარის ჩაი გავიდა ექსპორტზე. მას მოსდევს თურქეთი - 276 820 დოლარით; მე-3 ადგილზეა - თურქმენეთი, სადაც 91 160 დოლარის ჩაის ექსპორტი განხორციელდა; მე-4 და მე-5 პოზიციებს კი ექსპორტიორი ქვეყნების ტოპ-ხუთეულში მონღოლეთი და ყაზახეთი იკავებენ, სადაც საანგარიშო პერიოდში ჩაის ექსპორტმა შესაბამისად, 85 570 დოლარი და 80 050 დოლარი შეადგინა.

თაია არდოტელი