მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 173 მილიონს, გამოჯანმრთელებულების რაოდენობამ კი - 156 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 173 მილიონს გადააჭარბა - შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს. ამავე სტატისტიკის თანახმად, კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 3.7 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან განიკურნა 156 მილიონზე მეტი ადამიანი. ამჟამად კი ინფიცირების 13.4 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი, 34 მილიონზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს 28.6 მილიონი შემთხვევით, მესამეზე - ბრაზილიაა 16.8 მილიონი დაინფიცირებულით, მეოთხეზე - საფრანგეთი, სადაც, პანდემიის დაწყების დროიდან ინფიცირების 5.7 მილიონი შემთხვევაა დადასტურებული, მეხუთეზე კი - თურქეთია 5.2 მილიონი ინფიცირებულით.