TBC ბანკი PayPal-თან თანამშრომლობას იწყებს

TBC ბანკი შემდეგი თაობის ინოვატორულ ფინანსურ ინსტიტუციას გლობალურ საგადასახადო მიმწოდებელთან, PayPal-თან პარტნიორობით ახორციელებს.

TBC ბანკის ინფორმაციით, თანამშრომლობა TBC ბანკის მომხმარებლებისთვის PayPal ანგარიშის სწრაფად და მარტივად შექმნას გულისხმობს. მათივე ცნობით, PayPal-ის მეშვეობით, ამიერიდან TBC ბანკის ყველა მომხმარებელს საკუთარი ონლაინ ბანკის გვერდიდანვე უმარტივესად შეეძლება PayPal-ის ანგარიშის გახსნა. შესაბამისად, მასზე ექნება სრული წვდომა. აღნიშნული მომსახურება ნებისმიერ დროს ნებისმიერი ადგილიდან სერვისის მარტივად გამოყენების შესაძლებლობის საშუალებას იძლევა.

როგორც TBC ბანკში აცხადებენ, ურთიერთთანამშრომლობის აღნიშნული გზა კიდევ უფრო მეტად გაამყარებს ორი კომპანიის შესაძლებლობებს. ამჟამად PayPal-ის ონლაინ მომხმარებელთა რაოდენობა 203 სხვადასხვა სახის ბაზარზე 157 მილიონს აღემატება. TBC ბანკთან დაწყებული თანამშრომლობის საფუძველზე კი ეს რიცხვი მილიონით გაიზრდება.

PayPal-ისა და TBC ბანკის ურთიერთშეთანხმების შედეგად, მომხმარებლისთვის PayPal ანგარიშის გახსნა კიდევ უფრო მეტად გამარტივდება. გამარტივებული პროცედურა კი შემდეგში მდგომარეობს. TBC ბანკის ონლაინ მომხმარებლისთვის წინასწარ შევსებული პირადი ინფორაცია PayPal-ზე ერთ წუთში დარეგისტრირების საშუალებას იძლევა.

"PayPal-ი ონლაინ და მობილური საშუალებების გამოყენებით გადახდას კიდევ უფრო მეტად ამარტივებს და დაცულს ხდის ფულის გადახდის ან მისი გაგზავნის პროცედურას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენ მოხარულები ვართ, რათა საშუალება გვაქვს უკეთესი სერვისის განსავითარებლად ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ TBC ბანკის წარმომადგენლებს",- აღნიშნა PayPal-ის ბიზნეს განვითარების ხელმძღვანელმა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში განა იევტუშენკომ.

TBC ბანკის ინფორმაციით, PayPal 1998 წელს დაარსდა და საგადასახადო სფეროში მსოფლიოს წამყვანი კომპანიაა, რომელიც დღეში ათ მილიონამდე გადარიცხვას ახორციელებს. PayPal საკუთარ მომხმარებლებს ეხმარება თანხის მარტივ და უსაფრთხო მიმოქცევაში ფინანსური ინფორმაციის გავრცელების გარეშე.

"ჩვენი 157 მილიონი აქტიური "ციფრული საფულის" მეშვეობით შევქმენით ღია და დაცული გადახდის ეკოსისტემა. PayPal-ის გლობალური მარკეტის (მოიცავს 203 ბაზარს) მეშვეობით მომხმარებელს საშუალება ეძლევა გადახდის ოპერაცია განახორციელოს 100 სხვადასხვა ვალუტაში, ბანკის საკუთარი ანგარიშიდან გადაახურდავოს 57 ვალუტაში და შეინახოს ბალანსი 26 უცხო ვალუტაში. PayPal წარმოადგენს eBay-ის კორპორაციას (Nasdaq: EBAY), თუმცა მიმდინარე წლის სექტემბერში განაცხადეს, რომ 2015 წლიდან PayPal და eBay საქმიანობას გააგრძელებენ, როგორც დამოუკიდებელი სავაჭრო კომპანიები", - აცხადებენ PayPal-ის წარმომადგენლები. მათივე ინფორმაციით, დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებ-გვერდებზე: www.paypal.com და www.paypal-media.com. რაც შეეხება TBC ბანკს, ერთ-ერთი პირველი კერძო საკუთრების ბანკი საქართველოში 1992 წელს დაფუძნდა.

"თიბისი ბანკმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს ეკონომიკის, ახალი ფინანსური მომსახურებებისა და მცირე ბიზნესის გაზრდის მხარდაჭერის საქმიანობაში. ამჟამად ბანკის 116 ფილიალი მილიონამდე მომხამრებელს ემსახურება თავისი ელექტრონული საბანკო ოპერაციების ფართო სპექტრით, ბანკომატებითა და მომსახურების ცენტრების ფართო ქსელით", - აცხადებენ TBC ბანკში.