ევროპელები სულ უფრო ხშირად გადაადგილდებიან ელექტრომობილებით ვიდრე შიგაწვისძრავიანი ავტომობილებით

კომპანია Nissan-მა ჩაატარა კვლევა, რომლის მიხედვით, ევროპელები წლის განმავლობაში ელექტრომობილით უფრო მეტ მანძილს გადიან, ვიდრე ტრადიციულ საწვავზე მომუშავე ძრავებიანი ავტომობილებით. ამასთან „მწვანე“ ავტომობილების მფლობელების დიდ უმეტესობას არ აშინებს სვლის მარაგის შეზღუდვა: როგორც ჩანს, ისინი სრულად კმაყოფილნი არიან არსებული დამტენი სადგურების რაოდენობითაც.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ელექტრომობილების მფლობელები წლიურად 630 კმ-ით მეტ მანძილს გადიან, ვიდრე ტრადიციული ავტომობილების მფლობელები. ანგარიშის თანახმად, შიგაწვისძრავიანი ავტომობილების მფლობელები წელიწადში საშუალოდ 13,600 კმ მანძილს გადიან, მაშინ როცა ელექტრომობილების მფლობელები 14,300 კმ-ს. ამასთან ყველაზე მეტს, როგორც ირკვევა, იტალიელები მოძრაობენ, ისინი 15,000 კმ-ზე მეტს გადიან საშუალოდ, ნიდერლანდელები კი 14,800 კმ-ს.

რაც შეეეხება მათი კმაყოფილების მაჩვენებელს, 69% კმაყოფილია არსებული ინფრასტრუქტურით და დამტენი სადგურების რაოდენობით, ხოლო 70% აცხადებს, რომ სვლის მარაგი იმაზე მეტი აღმოჩნდა, ვიდრე ელოდნენ.

კოკა კვირკველია