Ford-მა კომპანიის მიერ მექსიკისა და აშშ-ის ქარხნებში წარმოებული ავტომობილების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
აღმოჩნდა, რომ მექსიკის ქარხნის კონტეინერიდან 1,7 ათასით მეტი ელექტრომობილი Mustang Mach-E გადმოვიდა, ვიდრე მიჩიგანის შტატის ფლეტ-როკის ქარხანაში, სადაც ბენზინისძრავიან კუპე/კაბრიოლეტ Mustang-ს აწარმოებენ.
ანგარიშის თანახმად, მექსიკის ქარხანაში კომპანიამ მიმდინარე წლის 5 თვეში 27 816 Mustang Mach-E აწარმოა, მაშინ როცა მიჩიგანში 26 089 Mustang-ი გამოუშვეს. მიუხედავად ამ ციფრებისა, კომპანია სპორტული მოდელის გაყიდვის შემცირებას ან სამოდელო გამიდან ამოღებას არ განიხილავს.
Ford-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ამჟამინდელი Mustang-ის მიმართ ინტერესი ვლინდება არა მხოლოდ ახალგაზრდებში, არამედ უფროს თაობაშიც. ეს მოდელი 2014 წლიდან გამოდის და მასზე მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება.
ელექტრო-ქროსოვერი Mustang Mach-E კი მიმართულია იმ კლიენტებისთვის, ვისთვისაც კუპე არაკომფორტულია და ირჩევენ უფრო პრაქტიკულ ავტომობილს. კომპანიას წლის დასაწყისში მის წარმოებასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა, რათა მის ხარისხში დარწმუნებულიყო და ამაში დამატებით 1 თვე დახარჯა. თუმცა ახლა მისი წარმოება სრული დატვირთვით მიმდინარეობს.