კორპორაცია Renault-მ რუსულ სარეკლამო სააგენტო Publicis Russia-სთან ერთად გადაიღო ახალი სარეკლამო რგოლი ქროსოვერისთვის Duster. გადასაღებ მოედნად კი აფხაზეთის მთიანი ნაწილი შეირჩა.
კრეატიულმა გუნდმა სარეკლამო კამპანიას მოუფიქრა სახელი „ყველაფერი როგორც დიდებთან“. ახალი კამპანია ხაზს უსვამს თანამედროვე მამაკაცების მოთხოვნებს - კომფორტს, სანდოობას და თანამედროვე გადაწყვეტილებებს. ვიდეოს გმირები არიან იმ ასაკში, როცა ენერგია ბევრია, ხოლო გამოცდილება ნაკლები, სწორედ ეს კონტრასტულობა ჩანს თავად ვიდეოში.
Renault-ს ამოცანა იყო შეენარჩუნებინა ლოიალური კლიენტები ისე, რომ გადაესვა ისინი ახალი თაობის მოდელში და ამავდროულად მიემხრო იმ კატეგორიას, რომელსაც აქამდე ამ მოდელში ტექნოლოგიური და დიზაინერული გადაწყვეტილებები არ აკმაყოფილებდა.