დიდი შვიდეულის ქვეყნების შეთანხმება, რომელიც მხსვილი კორპორაციებისთვის 15%-იანი მინიმალური გადასახადის შემოღებას ითვალისწინებს, არის დიდი ნაბიჯი საერთო სამართლიანი წესების ნაწილში - ამის შესახებ „ტვიტერის“ საკუთარ მიკრობლოგში ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა დაწერა.
თავის მხრივ ევროკომისარმა ეკონომიკის საკითხებში პაოლო ჯენტოლინიმ პირობა დადო, რომ შეეცდება შეთანხმების დამტკიცებას დიდი ოცეულის ფორმატში, რომელიც ვენეციაში ივლისში გაიმართება.
„მივესალმები პოზიტიურ ინფორმაციას დიდი შვიდეულიდან მინიმალურ კორპორაციულ გადასახადზე. ევროკომისიის მიზანია მოდერნიზება და საერთაშორისო თანამშრომლობის დონის ამაღლება ბიზნესის საგადასახადო სფეროში. ეს შეთანხმება არის დიდი ნაბიჯი სამართლიანობისკენ და საერთო თამაშის წესების შემოღებისკენ“, - დაწერა ფონ დერ ლაიენმა.
"G7-მა გადაგა დიდი ნაბიჯი საგადასახადო რეფორმის კუთხით. ევროკომისია ხელს შეუწყობს იმას, რომ ასეთი შეთანხმება სისრულეში მოვიდეს მომდევნო თვეს დიდი ოცეულის შეხვედრისას“, - დაწერა თავის მხრივ ჯენტოლინიმ.
ევროპარლამენტის ხელმძღვანელი დავიდ სასოლი ასევე Twitter-ით გამოეხმაურა აღნიშნულს და მას „სწორი მიმართულებით მოძრაობა“ უწოდა, რომელიც ხელს შეუწყობს, რომ „მსოფლიო პანდემიიდან გამოვიდეს თანასწორობის უფრო მაღალი ხარისხით“.
დიდი შვიდეულის ფინანსთა მინისტრებმა იმედი გამოთქვეს, რომ ეს შეთანხმება საბოლოოდ მხარდაჭერილი იქნება დიდი ოცეულის დონეზე, რათა მისი რეალიზაციის ეფექტიანობა პირდაპირ პროპორციული იქნება იმ ქვეყნების რაოდენობაზე, რომლებიც დათანხმდებიან მინიმალური კორპორაციული გადასახადის შემოღებას.