პარასკევს დანიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ხელოვნური კუნძულის პროექტს, რომლის მშენებლობაც 2 მლრდ კრონი (3,3 მლრდ დოლარი) დაჯდება. ინფორმაციას Associated Press ავრცელებს.
სამუშაოები 2035 წელს დაიწყება და 2070 წელს დასრულდება. ახალი კუნძულის აშენებას მოწინააღმდეგეებიც გამოუჩნდნენ, რომლებიც აცხადებენ, რომ სათანადოდ არაა შესწავლილი, თუ როგორი იქნება მშენებლობის ეკოლოგიური შედეგები.
ხელოვნური კუნძულის ფართობი 3 კვადრატული კილომეტრი იქნება. ის დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენს მომავალი წყალდიდობებისგან დაიცავს, რომლესაც ზღვის დონის მატება იწვევს. კუნძულს არსებულ ავტომაგისტრალ E20-ს გვირაბით დაუკავშირებენ. დაგეგმილია კუნძლზე 35 000 ადამანის დასახლება, რომლებისთვისაც მეტროს ხაზიც გაკეთდება.
ხელოვნური კუნძულის მშენებლობის იდეა მემარჯვენე-ცენტრისტული მთავრობის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ლარს ლიუკკე რასმუსენს ეკუთვნის, რომელმაც პროექტი 2018 წლის ოქტომბერში წარმოადგინა. ის კოპენჰაგენის მუნიციპალიტეტმა მაშინვე მოიწონა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ