სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა კახეთის რეგიონში 130 სპეციალიზებული მაღაზია შეამოწმეს, საიდანაც 52 მათგანში ეტიკეტირების წესის დარღვევის, ვადაგასული პრეპარატების განთავსებისა და რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის ფაქტები გამოვლინდა.
როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოდან იუწყებიან, ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და უხარისხო პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეალიზაცია აეკრძალათ.
სურსათის ეროვნული სააგენტო უხარისხო და ფალსიფიცირებული ქიმიკატების ბაზრიდან ამოღების მიზნით, განაგრძობს სარეალიზაციო ობიექტების კონტროლს, მიმდინარე წელს დაგეგმილია 300-მდე ნიმუშის აღება და ლაბორატორიული გამოკვლევა,“- აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.